ყველაზე თბილი სურვილები: მეფე ჩარლზ III და პრეზიდენტები დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავენ

© photo: Sputnik / Stringerდამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2024
გამოწერა
სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები საქართველოს ძლიერ და უსაფრთხო მომავალს, ქართველ ხალხს კი მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებენ.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-მა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა.
ჩარლზ III-ის მისალოცი წერილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ გამოაქვეყნა.
„ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, ახლა, როდესაც თქვენ და საქართველოს მოსახლეობა ზეიმობთ თქვენი დამოუკიდებლობის დღეს, მინდა გადმოგცეთ ჩვენი გულითადი მილოცვა თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს. მე ვაფასებ კავშირს ჩვენს ერებს შორის და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქვეყნები შეძლებენ ერთად მჭიდროდ მუშაობის გაგრძელებას მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე, იქნება ეს მშვიდობა და კეთილდღეობა თუ გარემოს დაცვა და კლიმატური ცვლილებები, რაც ჩვენს მომავალ თაობებს სამომავლოდ სარგებელს მოუტანს. ჩემს მეუღლეს და მე გვსურს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და გადმოგცეთ თქვენ და ყველა ქართველს ჩვენი უთბილესი სურვილები მომავალი წლისთვის“, – ნათქვამია მეფე ჩარლზის მისალოც წერილში.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკო ქართველ ხალხს ბელარუსი ხალხის სახელით და პირადად, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ სულიერი სიახლოვე, კეთილგანწყობა და გულწრფელობა თანამედროვე ურთიერთობებში ხელს შეუწყობს უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენას ყველა სფეროში.
„დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე, ცხოვრებისეული სიბრძნე და ქართველი ხალხის ურყევი ნება და რაც მთავარია, ჩვენს საერთო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადალახავს ყველა, არსებულ წინააღმდეგობებს. ბელარუსის პრეზიდენტი ქართველ ხალხს სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად მშვიდობას, გამძლეობას და გამბედაობას უსურვებს.", - აღნიშნულია ლუკაშენკოს მილოცვაში.
ქართველ ხალხს და პრეზიდენტს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
„ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, გულწრფელად მოგილოცოთ ქართველ ხალხს და ასევე თქვენ. მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, მისი დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნის ამ ესოდენ სიმბოლურ დღეს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების არჩევით, ევროპულმა საბჭომ ცალსახად უპასუხა ქართველი ხალხის მისწრაფებებს", - ნათქვამია წერილში.
ევროპული მომავალი და კეთილდღეობა უსურვა ქართველ ხალხს ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა.
„თბილი მილოცვა ქართველ ხალხს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. იმ დროს, როცა საქართველო გზაჯვარედინზე დგას, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ, რომელიც ხალხმა აირჩია“, - დაწერა რინკევიჩმა სოციალურ ქსელ X-ში.
საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავენ პოლიტიკოსები, დიპლომატები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები.
საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.
დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0