პირველი საკოლექციო ბანკნოტის დიზაინის ავტორი დასახელდა

© photo: Sputnik50 ლარის კუპიურა
50 ლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2024
გამოწერა
ბანკნოტის დიზაინი განსხვავდება ტრადიციული ჰორიზონტალური დიზაინისგან, მოიცავს ვერტიკალურ განლაგებას და სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს წინსვლას მდგრადობისა და პროგრესისკენ
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს პირველი საიუბილეო 50 ლარის ნომინალის ბანკნოტი შვეიცარიული კომპანიის დიზაინით დაიბეჭდება, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
2023 წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის პირველი საიუბილეო ბანკნოტის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა, რომელიც ქართული ეროვნული ვალუტა - ლარის 30 წლის იუბილეს ეძღვნება. საკონკურსო ნამუშევრების მიღება 2024 წლის 8 იანვარს დაიწყო და 11 მარტისთვის დასრულდა. კონკურსში 11-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
პირველი საკოლექციო ბანკნოტის დიზაინის ავტორი კომპანია Koenig & Bauer Banknote Solutions-ია, რომელმაც დიზაინის კონკურსში გაიმარჯვა.
Koenig & Bauer Banknote Solutions — შვეიცარული კომპანიაა, რომელიც 1952 წელს დაფუძნდა და დაცული ბეჭდვის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერია.
© National Bank of Georgia50 ლარის ნომინალის საიუბილეო ბანკნოტი
Юбилейная банкнота номиналом 50 лари  - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2024
50 ლარის ნომინალის საიუბილეო ბანკნოტი
კომპანიის მიერ წარმოდგენილი დიზაინის ესკიზის ლაიტმოტივი ძირითად თემასთან ერთად ქართველი ერის მდიდარი ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე, ევროპული, ძლიერი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკნოტის დიზაინი განსხვავდება ტრადიციული ჰორიზონტალური დიზაინისგან, მოიცავს ვერტიკალურ განლაგებას და სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს წინსვლას მდგრადობისა და პროგრესისკენ. ნათელი ფერები კი მეტაფორულად ერის კულტურულ მრავალფეროვნებას წარმოაჩენს.
ესკიზის ერთი მხარე ასახავს საქართველოს თანამედროვეობას, სიმბოლურად ამჟამინდელ მიღწევებს, ხოლო უკანა მხარე - ერის მდიდარ ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას.
2025 წელს ლარის შემოღებიდან 30 წელი შესრულდება. 1995 წლის 25 სექტემბერს მიმოქცევაში გაეშვა საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ლარი ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0