https://sputnik-georgia.com/20240525/ras-vwamt-gayinul-pelmensi-salmonela-gamovlinda-288082992.html
რას ვჭამთ: გაყინულ პელმენში სალმონელა გამოვლინდა
რას ვჭამთ: გაყინულ პელმენში სალმონელა გამოვლინდა
Sputnik საქართველო
ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. 25.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-25T10:30+0400
2024-05-25T10:30+0400
2024-05-25T10:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23678/42/236784242_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_1d14d8e321f14ef8971c7e642b37bc9e.jpg
თბილისი, 25 მაისი - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაყინული ნახევარფაბრიკატის - ციმბირული პელმენის ნიმუშში პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, სააგენტოს ინსპექტორებმა ხაშურში შპს „რითეილ ჯგუფის“ სარეალიზაციო ობიექტი (სავაჭრო ქსელი „მაგნიტი“) შეამოწმეს და ლაბორატორიული კვლევის მიზნით გაყინული ნახევარფაბრიკატის - ციმბირული პელმენის (სავაჭრო სახელწოდებით „ხინდა“, მწარმოებელი შპს G&A GROUP) ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 5 ნიმუშში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კვლევის შედეგების შესახებ ეცნობა „რითეილ ჯგუფს“ და დაევალა პელმენის აღნიშნული პარტიის რეალიზაციიდან ამოღება.გარდა ამისა, სააგენტოს თანამშრომლებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს G&A GROUP-ის ნახევარფაბრიკატების საწარმოშიც და ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად.უწყების ცნობით, აღნიშნულ ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე, ასევე დაევალა გაყინული ნახევარფაბრიკატი პელმენის რეალიზაციიდან ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა.დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის.უწყების ინფორმაციით, სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა.წყარო - სურსათის ეროვნული სააგენტო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23678/42/236784242_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_611ea790a225b4e342d8068b0a883d33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საზოგადოება
რას ვჭამთ: გაყინულ პელმენში სალმონელა გამოვლინდა
ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.
თბილისი, 25 მაისი - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაყინული ნახევარფაბრიკატის - ციმბირული პელმენის ნიმუშში პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სააგენტოს ინსპექტორებმა ხაშურში შპს „რითეილ ჯგუფის“ სარეალიზაციო ობიექტი (სავაჭრო ქსელი „მაგნიტი“) შეამოწმეს და ლაბორატორიული კვლევის მიზნით გაყინული ნახევარფაბრიკატის - ციმბირული პელმენის (სავაჭრო სახელწოდებით „ხინდა“, მწარმოებელი შპს G&A GROUP) ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 5 ნიმუშში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა.
აღსანიშნავია, რომ შპს G&A GROUP-ის წარმოების ციმბირული პელმენი სავაჭრო სახელწოდებით „ხინდა“ იყიდება სასურსათო მაღაზიათა თითქმის ყველა ცნობილი ქსელის მაღაზიებში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კვლევის შედეგების შესახებ ეცნობა „რითეილ ჯგუფს“ და დაევალა პელმენის აღნიშნული პარტიის რეალიზაციიდან ამოღება.
გარდა ამისა, სააგენტოს თანამშრომლებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს G&A GROUP-ის ნახევარფაბრიკატების საწარმოშიც და ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად.
უწყების ცნობით, აღნიშნულ ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე, ასევე დაევალა გაყინული ნახევარფაბრიკატი პელმენის რეალიზაციიდან ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.
სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა.
დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის.
უწყების ინფორმაციით, სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა.