https://sputnik-georgia.com/20240525/ra-programa-moamzada-meriam-tbilissi-damoukideblobis-dris-arsanisnavad-288086173.html
თბილისის მერიამ დამოუკიდებლობის დღისთვის გასართობი ღონისძიებების პროგრამა მოამზადა
თბილისის მერიამ დამოუკიდებლობის დღისთვის გასართობი ღონისძიებების პროგრამა მოამზადა
Sputnik საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წვევამდელების სამხედრო ფიცის დადებით ცერემონიით დაიწყება. 25.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-25T16:31+0400
2024-05-25T16:31+0400
2024-05-25T16:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/18/277981767_0:74:3377:1974_1920x0_80_0_0_2d0163a9c3432952f6ee4fab8627d069.jpg
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. თბილისის მერია, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წვევამდელების სამხედრო ფიცის დადებით ცერემონიით დაიწყება. დედაქალაქის გარდა, საზეიმო ღონისძიებები რეგიონებშიც გაიმართება.10:00 საათიდან 22:00 საათამდე რუსთველის გამზირზე სტუმრებს სხვადასხვა სივრცე და თემატური აქტივობები დახვდებათ.რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, არჩილ ჯორჯაძისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩების მიმდებარედ გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, კულინარიული მასტერკლასები, სომელიეს მასტერკლასი ტრადიციული ღვინის სახეობებისა და კერძების თანხვედრის შესახებ, ასევე ელექტრონული მუსიკის ლაივ-შოუები.მაყურებლის წინაშე 11:00-დან 22:00 საათამდე წარდგებიან DJ DONA, DJ KASHIA , DJ JASHKI, DJ JUKA, DJ ALEX და DJ GREKOFF.13:00-დან 16:30 საათამდე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სცენაზე გაიმართება შეფების - თემო კარდენახიშვილის, სოსო ჯაბანაშვილის, ლუკა თოდუას და თორღვა გოგოჭურის, ასევე კონდიტერ თამუნა წიკლაურის კულინარიული მასტერკლასები.17:00-დან 17:40 საათამდე გაიმართება სომელიეს მასტერკლასი - „ქართული ღვინის ისტორია და ტრადიციები“, რომელსაც სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი და 2018 წლის საუკეთესო სომელიე თამაზ თამაზაშვილი გაუძღვებიან.გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ასევე ბავშვთა ღონისძიებები. ტრადიციულად მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა კვების ობიექტები. დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები და ეროვნული ანსამბლების კონცერტები.უკვე რამდენიმე დღეა თბილისის ცენტრში სატრანსპორტო შეზღუდვებია დაწესებული. თავისუფლების მოედანზე სცენა და სხვა კონსტრუქციები მონტაჟდება.საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/18/277981767_323:0:3054:2048_1920x0_80_0_0_7e9ea85ce137edaf908a841bb6047997.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
თბილისის მერიამ დამოუკიდებლობის დღისთვის გასართობი ღონისძიებების პროგრამა მოამზადა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წვევამდელების სამხედრო ფიცის დადებით ცერემონიით დაიწყება.
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. თბილისის მერია, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წვევამდელების სამხედრო ფიცის დადებით ცერემონიით დაიწყება. დედაქალაქის გარდა, საზეიმო ღონისძიებები რეგიონებშიც გაიმართება.
10:00 საათიდან 22:00 საათამდე რუსთველის გამზირზე სტუმრებს სხვადასხვა სივრცე და თემატური აქტივობები დახვდებათ.
რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, არჩილ ჯორჯაძისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩების მიმდებარედ გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, კულინარიული მასტერკლასები, სომელიეს მასტერკლასი ტრადიციული ღვინის სახეობებისა და კერძების თანხვედრის შესახებ, ასევე ელექტრონული მუსიკის ლაივ-შოუები.
მაყურებლის წინაშე 11:00-დან 22:00 საათამდე წარდგებიან DJ DONA, DJ KASHIA , DJ JASHKI, DJ JUKA, DJ ALEX და DJ GREKOFF.
13:00-დან 16:30 საათამდე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სცენაზე გაიმართება შეფების - თემო კარდენახიშვილის, სოსო ჯაბანაშვილის, ლუკა თოდუას და თორღვა გოგოჭურის, ასევე კონდიტერ თამუნა წიკლაურის კულინარიული მასტერკლასები.
17:00-დან 17:40 საათამდე გაიმართება სომელიეს მასტერკლასი - „ქართული ღვინის ისტორია და ტრადიციები“, რომელსაც სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი და 2018 წლის საუკეთესო სომელიე თამაზ თამაზაშვილი გაუძღვებიან.
გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ასევე ბავშვთა ღონისძიებები. ტრადიციულად მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა კვების ობიექტები. დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები და ეროვნული ანსამბლების კონცერტები.
უკვე რამდენიმე დღეა თბილისის ცენტრში სატრანსპორტო შეზღუდვებია დაწესებული. თავისუფლების მოედანზე სცენა და სხვა კონსტრუქციები მონტაჟდება.
საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.