ცხოვრების დონე საქართველოში - მოსახლეობის შემოსავლებმა ხარჯებს გადააჭარბა: „საქსტატი“

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგამვლელები ქუჩაში
გამვლელები ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2024
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობა სახსრების ძირითად ნაწილს საკვებზე, სასმელსა და სიგარეტზე ხარჯავს.
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის ყოველთვიურმა შემოსავალმა 2023 წელს 1722 ლარი შეადგინა და ყოველთვიურ ხარჯებს 73 ლარით გადააჭარბა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ანგარიშში.
2023 წელს ქვეყნის მოსახლეობის ყოველთვიური შემოსავლების დონე ერთ ოჯახზე 18,4%-ით გაიზარდა, ადამიანზე - 20,5%-ით. ყოველთვიური ხარჯების დონე ოჯახზე ერთ წელიწადში გაიზარდა 16,7%-ით, ერთ ადამიანზე - 18,7%-ით.
შემოსავლები საქართველოში
თუკი 2023 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე 1.722 ლარი შეადგინა, საშუალო თვიური შემოსავლები კი ერთ სულზე 521 ლარს გაუტოლდა (20,5%-იანი ზრდა).
ოჯახების შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავალი და გზავნილები, რომლებიც 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 0,7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და ოჯახის მთლიანი შემოსავლის 87,7% შეადგინა.
საქართველოს მოსახლეობის ფულადი შემოსავლის ძირითად წყაროს ხელფასები წარმოადგენს, რომელიც მოსახლეობის მიერ მიღებული მთლიანი ფულადი შემოსავლის 48%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა სახელმწიფოსგან მიღებული თანხა (პენსიები, დახმარება და სტიპენდიები – 21,8%), მესამეზე კი თვითდასაქმების შედეგად მიღებული ფულადი სახსრები (11,8%).
შემდეგ მოდის საჩუქრად მიღებული სახსრები (8,6%), სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი (5,7%), უცხოეთიდან გადარიცხვები (3,3%) და საცხოვრებლის გაქირავებიდან მიღებული თანხა (0,9%).
მოსახლეობის ხარჯები
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს ოჯახის საშუალო ყოველთვიურმა ხარჯმა 1649 ლარი შეადგინა, ხოლო ერთი ადამიანის – 499 ლარი.
ამასთან, ნაღდი ფულადი ხარჯები ყველა ხარჯის 70,2%-ს შეადგენს.
საქართველოს მოსახლეობა სახსრების ძირითად ნაწილს საკვებზე, სასმელსა და სიგარეტზე ხარჯავს. ეს შეადგენს მოსახლეობის ყოველთვიური ხარჯების 38,7%-ს.
მეორე ადგილზეა კომუნალური გადასახადები და ტრანსპორტია. თითოეულ ამ კატეგორიაზე ხარჯების 11,9% მოდის. მესამეზე კი სამედიცინო მომსახურებაა (10,9%).
შემდეგ მოდის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენა, საყოფაცხოვრებო ნივთები და განათლება. კიდევ 14,6% სხვა სამომხმარებლო ხარჯს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0