ზუგდიდში ქმარმა ცოლი ჩაქუჩით მოკლა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2024
გამოწერა
მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
თბილისი, 24 მაისი - Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა სოფელ კორცხელში გუშინ ღამით მოხდა.
გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა 61 წლის ქალს თავში ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ იგი გამთენიისას დააკავა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0