https://sputnik-georgia.com/20240524/xundadzem-blinkenis-gancxadebas-upasuxa-288073647.html
არჩევანს სუვერენიტეტის სასარგებლოდ ვაკეთებთ: საქართველოში ბლინკენის განცხადებას პასუხობენ
არჩევანს სუვერენიტეტის სასარგებლოდ ვაკეთებთ: საქართველოში ბლინკენის განცხადებას პასუხობენ
Sputnik საქართველო
„გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებასთან დაკავშირებით აშშ-მ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა დაიწყო 24.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-24T19:00+0400
2024-05-24T19:00+0400
2024-05-24T19:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_0:19:1610:925_1920x0_80_0_0_8f2abe2710a07dfc1872c6cb5b012e3e.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. არჩევანი თუ დადგება, სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერებასა და აშშ-ის ვიზებსა და ავიაბილეთებ შორის, რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის" წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაზე კომენტარისას.როგორც ადრე ბლინკენმა განაცხადა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის მიღების საპასუხოდ აშშ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში.როდესაც დასავლური კანონმდებლობა დასავლეთში ძალზე მოთხოვნადია და უკვე არიან რიგი ქვეყნები, რომელიც საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად იღებენ მსგავს კანონებს, საქართველოში კი მსგავს კანონს რუსულს უწოდებენ, ეს, ხუნდაძის თქმით, ორმაგი სტანდარტია.14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო რეზონანსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები და დასავლელი პარტნიორები. პრეზიდენტმა სკანდალურ კანონპროექტს 18 მაისს ვეტო დაადო და პარლამენტს დაუბრუნა. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" უკვე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, რადგანაც იგი ერთადერთი შანსია ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტად.„საქართველოს ისტორიაში ქართველმა ხალხმა ქვეყნის გაერთიანებისა და კეთილდღეობისთვის თავი გასწირა და ჩვენ როგორმე გავუძლებთ სანქციებს, როგორც მე, ისე ჩემი ოჯახის წევრები“, - განაცხადა ჟურნალისტებთა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა.ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_350:0:1610:945_1920x0_80_0_0_894bcb9be58600d8c742b35e8993b9c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
არჩევანს სუვერენიტეტის სასარგებლოდ ვაკეთებთ: საქართველოში ბლინკენის განცხადებას პასუხობენ
„გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებასთან დაკავშირებით აშშ-მ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა დაიწყო
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. არჩევანი თუ დადგება, სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერებასა და აშშ-ის ვიზებსა და ავიაბილეთებ შორის, რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის" წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაზე კომენტარისას.
როგორც ადრე ბლინკენმა განაცხადა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის მიღების საპასუხოდ აშშ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში.
„საქართველოში სამშობლოს სიყვარულისთვის და სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის დეპუტატები და მათი ოჯახების წევრები უნდა დასანქცირდნენ. არ ველოდები, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ თუ არჩევანი მაინც დადგა, სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ავიაბილეთებს და ვიზებს შორის, რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ.“, - განაცხადა ხუნდაძემ.
როდესაც დასავლური კანონმდებლობა დასავლეთში ძალზე მოთხოვნადია და უკვე არიან რიგი ქვეყნები, რომელიც საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად იღებენ მსგავს კანონებს, საქართველოში კი მსგავს კანონს რუსულს უწოდებენ, ეს, ხუნდაძის თქმით, ორმაგი სტანდარტია.
„საქართველოში ყველას აქვს უფლება და უფრო მეტიც, ვალდებულება დაიცვას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი... 28 მაისს საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი შევა ძალაში", განაცხადა ხუნდაძემ.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო რეზონანსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები და დასავლელი პარტნიორები. პრეზიდენტმა სკანდალურ კანონპროექტს 18 მაისს ვეტო დაადო და პარლამენტს დაუბრუნა. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" უკვე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, რადგანაც იგი ერთადერთი შანსია ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტად.
„საქართველოს ისტორიაში ქართველმა ხალხმა ქვეყნის გაერთიანებისა და კეთილდღეობისთვის თავი გასწირა და ჩვენ როგორმე გავუძლებთ სანქციებს, როგორც მე, ისე ჩემი ოჯახის წევრები“, - განაცხადა ჟურნალისტებთა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა.
ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.