https://sputnik-georgia.com/20240524/qartul-ocnebam-euto-odirs-arcevnebze-rac-seizleba-meti-damkvirveblis-gamogzavna-stxova-288065987.html
„ქართულმა ოცნებამ“ ეუთო/ოდირს არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი დამკირვებლის გამოგზავნა სთხოვა
„ქართულმა ოცნებამ“ ეუთო/ოდირს არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი დამკირვებლის გამოგზავნა სთხოვა
Sputnik საქართველო
დამკვირვებელთა დიდი რაოდენობა საჭიროა იმისათვის, რომ ოპოზიციას არჩევნების შედეგებით მანიპულირების საშუალება არ ჰქონდეს, განაცხადა სპიკერმა 24.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-24T14:15+0400
2024-05-24T14:15+0400
2024-05-24T14:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველო - ეუთო
ეუთო/ოდირი
ეუთო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22781/19/227811995_0:399:1444:1211_1920x0_80_0_0_1a20afd666a191bb1879caa2a278e55f.jpg
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დაინტერესებულია იმით, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ეუთო/ოდირიდან დაესწროს საპარლამენტო არჩევნებს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით და განსაზღვრავს იმას, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლისთვის.საქართველოში იმყოფება ეუთო/ოდირის საჭიროების შემფასებელი მისია, რომელიც მომდევნო სადამკვირვებლო მისიას ამზადებს.მისი თქმით, დამკვირვებელთა დიდი რაოდენობა საჭიროა იმისათვის, რომ ოპოზიციას არჩევნების შედეგებით მანიპულირების საშუალება არ ჰქონდეს.„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე რაც შეიძლება ბევრი უცხოელი დამკვირვებელი იყოს, იმისთვის, რომ ოპოზიციას და მის მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციებს არ მიეცეთ საშუალება, რომ გაიმეორონ ის მანიპულაციები, რასაც ადგილი ჰქონდა წინა არჩევნების დროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების წყალობით მმართველმა პარტიამ მიაღწია იმას, რომ ოპოზიციას არჩევნების დღესთან დაკავშირებით კრიტიკა არ გააჩნია.„ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო ის, რომ ელექტრონული მთვლელებისა და რეგისტრატორების, ელექტრონული აიდი ბარათების შემოღების მეშვეობით, ხედავთ, რომ ვერც ოპოზიცია და ვერც მათი მოკავშირე „ენჯეოები“ ვერცერთ კრიტიკულ სიტყვას ვეღარ ამბობენ არჩევნების დღესთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.პაპუაშვილის თქმით, წინ საარჩევნო კამპანიაა და პარტიებმა კონცენტრირება ამომრჩეველთა ინტერესებზე უნდა მოახდინონ.წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ.2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22781/19/227811995_0:263:1444:1346_1920x0_80_0_0_048ce035d0a3afa6ee53521c97dad977.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო - ეუთო, ეუთო/ოდირი, ეუთო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო - ეუთო, ეუთო/ოდირი, ეუთო
„ქართულმა ოცნებამ“ ეუთო/ოდირს არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი დამკირვებლის გამოგზავნა სთხოვა
დამკვირვებელთა დიდი რაოდენობა საჭიროა იმისათვის, რომ ოპოზიციას არჩევნების შედეგებით მანიპულირების საშუალება არ ჰქონდეს, განაცხადა სპიკერმა
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დაინტერესებულია იმით, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ეუთო/ოდირიდან დაესწროს საპარლამენტო არჩევნებს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით და განსაზღვრავს იმას, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლისთვის.
საქართველოში იმყოფება ეუთო/ოდირის საჭიროების შემფასებელი მისია, რომელიც მომდევნო სადამკვირვებლო მისიას ამზადებს.
„ჩვენი მთავარი თხოვნა იყო, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს, ვინაიდან ეუთო/ოდირი ჩვენთვის არის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დამკვირვებელთა დიდი რაოდენობა საჭიროა იმისათვის, რომ ოპოზიციას არჩევნების შედეგებით მანიპულირების საშუალება არ ჰქონდეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე რაც შეიძლება ბევრი უცხოელი დამკვირვებელი იყოს, იმისთვის, რომ ოპოზიციას და მის მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციებს არ მიეცეთ საშუალება, რომ გაიმეორონ ის მანიპულაციები, რასაც ადგილი ჰქონდა წინა არჩევნების დროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების წყალობით მმართველმა პარტიამ მიაღწია იმას, რომ ოპოზიციას არჩევნების დღესთან დაკავშირებით კრიტიკა არ გააჩნია.
„ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო ის, რომ ელექტრონული მთვლელებისა და რეგისტრატორების, ელექტრონული აიდი ბარათების შემოღების მეშვეობით, ხედავთ, რომ ვერც ოპოზიცია და ვერც მათი მოკავშირე „ენჯეოები“ ვერცერთ კრიტიკულ სიტყვას ვეღარ ამბობენ არჩევნების დღესთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, წინ საარჩევნო კამპანიაა და პარტიებმა კონცენტრირება ამომრჩეველთა ინტერესებზე უნდა მოახდინონ.
„დღემდე რასაც ვხედავთ, ოპოზიცია იყურება საზღვარგარეთ, უყურებს ვინ რა განცხადებას გააკეთებს და იმაზე აწყობს თავის დღის წესრიგს. არ ვიცი, თუ უნდათ, რომ ევროპარლამენტარებმა აირჩიონ ისინი საქართველოს პარლამენტში, ასე საქართველოს კონსტიტუცია არ მუშაობს. ისევ ქართველ ხალხთან მოუწევთ მისვლა და საუბარი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ.
2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.