https://sputnik-georgia.com/20240524/ambrolaurshi-xetyis-ukanoo-transportirebis-paqti-gamoavlines-288070423.html
ამბროლაურში ხეტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი დაფიქსირდა
ამბროლაურში ხეტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი დაფიქსირდა
Sputnik საქართველო
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი. 24.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-24T17:49+0400
2024-05-24T17:49+0400
2024-05-24T17:49+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_0:134:3167:1915_1920x0_80_0_0_dd6f2a76e562a2936ca1c6d4bc4a1fed.jpg
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხეტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, სოფელ თლუღის ადგილობრივ მკვიდრს უკანონოდ მოპოვებული 9 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი გადაჰქონდა.სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა კანონდარღვევა ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობის მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებული ფოტოხაფანგის მეშვეობით გამოვლინეს.უწყების ცნობით, მაღალი გამავლობის ავტომანქანა დალუქულია და გადაყვანილია ამბროლაურის საქმიან ეზოში. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება.რადგან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხე-ტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხე-ტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხე-ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_217:0:2948:2048_1920x0_80_0_0_94e3fd6dd31b0526e24ae00d6a2817dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
ამბროლაურში ხეტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი დაფიქსირდა
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხეტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სოფელ თლუღის ადგილობრივ მკვიდრს უკანონოდ მოპოვებული 9 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი გადაჰქონდა.
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა კანონდარღვევა ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობის მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებული ფოტოხაფანგის მეშვეობით გამოვლინეს.
უწყების ცნობით, მაღალი გამავლობის ავტომანქანა დალუქულია და გადაყვანილია ამბროლაურის საქმიან ეზოში. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება.
რადგან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგები, რაც ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოავლენის საშუალებას იძლევა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერ კანონდარღვევაზე მკაცრი სანქციები ტარდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხე-ტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხე-ტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხე-ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.