https://sputnik-georgia.com/20240524/26-maissrustavelze-gastronomiuli-zona-moewyoba-288070619.html
მერია: 26 მაისს რუსთაველის გამზირზე გასტრონომიული ზონა მოეწყობა
მერია: 26 მაისს რუსთაველის გამზირზე გასტრონომიული ზონა მოეწყობა
Sputnik საქართველო
თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს სცენისა და სხვა კონსტრუქციების მონტაჟი. 24.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-24T15:48+0400
2024-05-24T15:48+0400
2024-05-24T15:48+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 24 მაისი - Sputnik. თბილისის მერია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი ღონისძიებების ფარგლებში რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.უწყების ცნობით, 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე 10:00 საათიდან 22:00 საათამდე სხვადასხვა სივრცე მოეწყობა და თემატური აქტივობები გაიმართება. მათ შორის, გასტრონომიული ფესტივალი, კულინარიული მასტერკლასები, სომელიეს მასტერკლასი, ტრადიციული ღვინის გამოფენა, ასევე ელექტრონული მუსიკის ლაივ-შოუები.საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება როგორც თბილისში, ისე ქვეყნის რეგიონებში. დილით, თავისუფლების მოედანზე, ახალწვეულთა სამხედრო ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართება.დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კულტურული და სპორტული, ასევე ბავშვებისთვის განკუთვნილი ღონისძიებები გაიმართება. ტრადიციულად მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა კვების ობიექტები. დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები და ეროვნული ანსამბლების წარმოდგენები.თბილისის ცენტრში უკვე რამდენიმე დღეა ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებს. თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს სცენისა და სხვა კონსტრუქციების მონტაჟი.დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მერია: 26 მაისს რუსთაველის გამზირზე გასტრონომიული ზონა მოეწყობა
თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს სცენისა და სხვა კონსტრუქციების მონტაჟი.
თბილისი, 24 მაისი - Sputnik. თბილისის მერია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი ღონისძიებების ფარგლებში რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე 10:00 საათიდან 22:00 საათამდე სხვადასხვა სივრცე მოეწყობა და თემატური აქტივობები გაიმართება. მათ შორის, გასტრონომიული ფესტივალი, კულინარიული მასტერკლასები, სომელიეს მასტერკლასი, ტრადიციული ღვინის გამოფენა, ასევე ელექტრონული მუსიკის ლაივ-შოუები.
მერიის ინფორმაციით, ღონისძიების სტუმრების წინაშე 11:00-დან 22:00 საათამდე წარდგებიან DJ DONA, DJ KASHIA , DJ JASHKI, DJ JUKA, DJ ALEX და DJ GREKOFF.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სცენაზე13:00-დან 16:30 საათამდე შეფების - თემო კარდენახიშვილის, სოსო ჯაბანაშვილის, ლუკა თოდუას და თორღვა გოგოჭურის, ასევე კონდიტერ თამუნა წიკლაურის კულინარიული მასტერკლასები გაიმართება.
17:00-დან17:40 საათამდე კი სომელიეს მასტერკლასი - „ქართული ღვინის ისტორია და ტრადიციები" გაიმართება, რომელსაც სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი და2018 წლის საუკეთესო სომელიე თამაზ თამაზაშვილი გაუძღვებიან.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება როგორც თბილისში, ისე ქვეყნის რეგიონებში. დილით, თავისუფლების მოედანზე, ახალწვეულთა სამხედრო ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართება.
დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კულტურული და სპორტული, ასევე ბავშვებისთვის განკუთვნილი ღონისძიებები გაიმართება. ტრადიციულად მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა კვების ობიექტები. დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები და ეროვნული ანსამბლების წარმოდგენები.
თბილისის ცენტრში უკვე რამდენიმე დღეა ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებს. თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს სცენისა და სხვა კონსტრუქციების მონტაჟი.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.