26 მაისს რეკრუტები და წვევამდელები სამხედრო ფიცს ექვს ლოკაციაზე დადებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსამხედროები
სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2024
გამოწერა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული დღესასწაულია.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს წვევამდელები სამხედრო ფიცს ექვს ლოკაციაზე დადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს - სამხედრო მოსამსახურეებმა თავისუფლების მოედანზე ქვეყნის მთავარი ღონისძიების რეპეტიცია გაიარეს.
ახალწვეულები დამოუკიდებლობის დღეს ფიცს თავისუფლების მოედანზე, ბეთანიის მამათა მონასტრის, დიდგორის მონუმენტის, კაცხის მამათა მონასტრის, გერგეტის სამების მამათა მონასტრისა და სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ერთდროულად დადებენ და ქართულ ჯარს შეუერთდებიან.
გარდა ამისა, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქსა და18 ქალაქში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა.
თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, სტეფანწმინდაში, ქუთაისში, ზუგდიდში, სენაკში, ოზურგეთში, ფოთში, ხონში, მესტიაში, ამბროლაურში, სამტრედიაში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქსა და მარნეულში მოქალაქეებს თავდაცვის ძალებში არსებული სამხედრო ჯავშანტექნიკის, საინჟინრო საშუალებების, არტილერიის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.
საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0