https://sputnik-georgia.com/20240523/ramdeni-sesxi-gaiafda-erovnuli-bankis-gadawyvetilebis-semdeg-288060571.html
რამდენი სესხი გაიაფდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ
რამდენი სესხი გაიაფდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შეამცირა 23.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-23T17:33+0400
2024-05-23T17:33+0400
2024-05-23T17:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251142543_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_4bf0c9e196d59a6e38202f59ddcc4296.jpg
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოში რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შედეგად 179,2 ათას მსესხებელს ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება, იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“.საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 8,25% -დან 8%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, რეფინანსირების განაკვეთზე 12,4 მლრდ ლარის სესხებია მიბმული.რომელი სესხებია დამოკიდებული რეფინანსირების განაკვეთზე:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251142543_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_e89a03e892bf32a92c59c2b4c6144369.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
რამდენი სესხი გაიაფდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შეამცირა
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოში რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შედეგად 179,2 ათას მსესხებელს ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება, იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 8,25% -დან 8%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, რეფინანსირების განაკვეთზე 12,4 მლრდ ლარის სესხებია მიბმული.
„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან. ცენტრალური ბანკი ცდილობს გააუმჯობესოს მოლოდინები, იმისდა მიუხედავად, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება „საფრთხეს უქმნის“ ეკონომიკურ ზრდას და გაცვლით კურსს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური ბანკი, მინიმუმ შეინარჩუნებდა რეფინანსირების განაკვეთს და დამატებით წნეხს არ გამოიწვევდა გაცვლით კურსზე და ინფლაციის შესაძლო ზრდაზე“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაზე.
რომელი სესხებია დამოკიდებული რეფინანსირების განაკვეთზე:
სამომხმარებლო – 77,6 ათასი სესხი 2,2 მლრდ ლარის მოცულობის.
იპოთეკური – 68,8 ათასი სესხი 3,7 მლრდ ლარის მოცულობის.
ბიზნეს სესხები – 31,6 ათასი სესხი 6,4 მლრდ ლარის მოცულობის.