https://sputnik-georgia.com/20240523/kobaxize-globaluri-omis-partiastan-brzolas-alternativa-ar-aqvs-288057907.html
კობახიძე: „გლობალური ომის პარტიასთან“ ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს
კობახიძე: „გლობალური ომის პარტიასთან“ ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს
Sputnik საქართველო
„გლობალური ომის პარტია“, „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ესენი არიან გავლენიანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას 23.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-23T14:44+0400
2024-05-23T14:44+0400
2024-05-23T14:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390081_85:0:3726:2048_1920x0_80_0_0_ef56dd94a9c745714feca0ea73205214.jpg
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. „გლობალური ომის პარტიის“ წინააღმდეგ ბრძოლა მტკივნეული და რთულია, მაგრამ უალტერნატივოა, რადგან დანებების შემთხვევაში საქართველომ შეიძლება უმოკლეს ვადებში გაიზიაროს უკრაინის ბედი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.„გლობალური ომის პარტია“, „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ესენი არიან გავლენიანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.პრემიერის თქმით, მმართველ პოლიტიკურ ძალას შეუძლია მარტივად წავიდეს სახლში, მაგრამ შედეგი ის, რომ ხელისუფლებაში მოვა ერთადერთი ალტერნატივა - იგივე პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ქვეყანას მართავდა 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით - ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“.მმართველი ძალის ლიდერები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც საქართველოსა და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ ცდილობს სიტუაციის არევას, რევოლუციის მოწყობას და ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყნის ომში ჩათრევას.„გარანტირებული შედეგი ამ პოლიტიკური ძალის საქმიანობის, თან უახლოეს მომავალში, იქნება ამ ქვეყნის უკრაინიზაცია. ისინი გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ და ძალიან მოკლედ ვადებში მიაღწევენ ამ ქვეყნის უკრაინიზაციას“, - აღნიშნა პრემიერმა.შესაბამისად, მისი თქმით, მთავრობას აქვს ორი თეორიული ალტერნატივა, ან აგრძელებენ ამ ძალიან რთულ და მტკივნეულ ბრძოლას „გლობალურ ომის პარტიასთან“, ან მარტივად „მიუშვებენ“ ხელისუფლებაში იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მართავდა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს გარე ჩარევით 2012 წლამდე.ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებს არ უწოდებს „გლობალური ომის პარტიას“, მაგრამ აცხადებს, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აქვს სერიოზული გავლენა ამ პოლიტიკურ სივრცეზე, ამიტომ მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია და ამ გავლენებისგან გათავისუფლება.„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ გამოხატული პოზიცია. ჩვენ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა იქითა მხრიდან ვხედავთ, სამწუხაროდ, საპირისპირო პროცესებს სწორედ იმ გავლენების გამო, რომელიც არსებობს როგორც ერთ, ასევე მეორე სუბიექტზე“, - აღნიშნა პრემიერმა.როგორც კობახიძემ ადრე განაცხადა, ევროკავშირი არის „გლობალური ომის პარტიის“ ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი, რომლის უკანაც კონკრეტული ქვეყანა დგას. რაც შეეხება „გლობალური ომის პარტიის“ უკან მდგარი ძალების დაკონკრეტებას, მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ძალების საჯაროდ ხსენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას.ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მანამდე განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390081_697:0:3428:2048_1920x0_80_0_0_1eaaa3b28d0c3e539d33b3ca8e526d27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
კობახიძე: „გლობალური ომის პარტიასთან“ ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს
„გლობალური ომის პარტია“, „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ესენი არიან გავლენიანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. „გლობალური ომის პარტიის“ წინააღმდეგ ბრძოლა მტკივნეული და რთულია, მაგრამ უალტერნატივოა, რადგან დანებების შემთხვევაში საქართველომ შეიძლება უმოკლეს ვადებში გაიზიაროს უკრაინის ბედი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„გლობალური ომის პარტია“, „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ესენი არიან გავლენიანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
„გლობალურ ომის პარტიასთან“ ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს... ეს არის ძალიან მტკივნეული, რთული ბრძოლა, მათ შორის, პერსონალური კუთხითაც. არ არის სასიამოვნო არც პერსონალურად, არც ზოგადად, მაგრამ ალტერნატივა არ აქვს ერთი მარტივი მიზეზი გამო, ალტერნატივა არის დანებება და დანებების ერთადერთი გაგრძელება, არის ამ ქვეყნის უკრაინიზაცია“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მმართველ პოლიტიკურ ძალას შეუძლია მარტივად წავიდეს სახლში, მაგრამ შედეგი ის, რომ ხელისუფლებაში მოვა ერთადერთი ალტერნატივა - იგივე პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ქვეყანას მართავდა 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით - ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“.
მმართველი ძალის ლიდერები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც საქართველოსა და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ ცდილობს სიტუაციის არევას, რევოლუციის მოწყობას და ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყნის ომში ჩათრევას.
„გარანტირებული შედეგი ამ პოლიტიკური ძალის საქმიანობის, თან უახლოეს მომავალში, იქნება ამ ქვეყნის უკრაინიზაცია. ისინი გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ და ძალიან მოკლედ ვადებში მიაღწევენ ამ ქვეყნის უკრაინიზაციას“, - აღნიშნა პრემიერმა.
შესაბამისად, მისი თქმით, მთავრობას აქვს ორი თეორიული ალტერნატივა, ან აგრძელებენ ამ ძალიან რთულ და მტკივნეულ ბრძოლას „გლობალურ ომის პარტიასთან“, ან მარტივად „მიუშვებენ“ ხელისუფლებაში იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მართავდა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს გარე ჩარევით 2012 წლამდე.
„გარდაუვალი შედეგი უმოკლეს ვადებში არის ამ ქვეყნის უკრაინიზაცია, ანუ საქართველოს მიერ უკრაინის ბედის გაზიარება. რადგან გვაქვს საუბარი ორ ალტერნატიულ ვერსიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამ ძალიან მტკივნეულ და რთულ ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს. ეს ბრძოლა არაკომფორტულია, მაგრამ უალტერნატივო“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებს არ უწოდებს „გლობალური ომის პარტიას“, მაგრამ აცხადებს, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აქვს სერიოზული გავლენა ამ პოლიტიკურ სივრცეზე, ამიტომ მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია და ამ გავლენებისგან გათავისუფლება.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ გამოხატული პოზიცია. ჩვენ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა იქითა მხრიდან ვხედავთ, სამწუხაროდ, საპირისპირო პროცესებს სწორედ იმ გავლენების გამო, რომელიც არსებობს როგორც ერთ, ასევე მეორე სუბიექტზე“, - აღნიშნა პრემიერმა.
როგორც კობახიძემ ადრე განაცხადა, ევროკავშირი არის „გლობალური ომის პარტიის“ ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი, რომლის უკანაც კონკრეტული ქვეყანა დგას. რაც შეეხება „გლობალური ომის პარტიის“ უკან მდგარი ძალების დაკონკრეტებას, მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ძალების საჯაროდ ხსენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას.
ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მანამდე განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია.