https://sputnik-georgia.com/20240523/ionatamisvili-gamwvirvaloba-demokratiistvis-sauketeso-dacvaa-288060007.html
იონათამიშვილი: გამჭვირვალობა - დემოკრატიისთვის საუკეთესო დაცვაა
იონათამიშვილი: გამჭვირვალობა - დემოკრატიისთვის საუკეთესო დაცვაა
Sputnik საქართველო
საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო გაუგებარია ის ორმაგი სტანდარტი, რაც ცალკეული აქტორების მხრიდან შეინიშნება, თითქოს საქართველოში გამჭვირვალობა საერთოდ არ არის... 23.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-23T17:15+0400
2024-05-23T17:15+0400
2024-05-23T17:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280840460_0:110:2049:1262_1920x0_80_0_0_32532cdfd54853163fcf5cc08d8400f3.jpg
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. გამჭვირვალობა არის სტანდარტი, რომელიც საუკეთესოდ იცავს დემოკრატიას თანამედროვე გამოწვევების პირობებში და არ აქვს ალტერნატივა არც საფრანგეთში და არც საქართველოში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.საფრანგეთის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უცხოური ჩარევის თავიდან აცილებას. კანონპროექტის მიხედვით, იგეგმება სპეციალური რეესტრის შექმნა, რომელშიც უცხოური ინტერესების გამტარები დარეგისტრირდებიან. მანამდე, 14 მაისს, საქართველოს პარლამენტმა ერთთვიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე მესამე და საბოლოო მოსმენით კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიიღო.დეპუტატის თქმით, ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარია საქართველოს მოსახლეობისთვის ის ორმაგი სტანდარტი, რაც ცალკეული აქტორების მხრიდან შეინიშნება, თითქოს საქართველოში გამჭვირვალობა საერთოდ არ არის საჭირო და სხვა ქვეყანაში ეს გარდაუვალია დემოკრატიის დასაცავად.„ვერც აგვიხსნიან, ვინაიდან ეს არის რეალობა და, შესაბამისად, ფაქტია, რომ გამჭვირვალობის პროექტს ალტერნატივა არც საფრანგეთში და არც საქართველოში არ გააჩნია“, - განაცხადა იონათამიშვილმა.ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280840460_110:0:1938:1371_1920x0_80_0_0_418d1caa66aa4c6652d4ccb5f7d81ad8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
იონათამიშვილი: გამჭვირვალობა - დემოკრატიისთვის საუკეთესო დაცვაა
საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო გაუგებარია ის ორმაგი სტანდარტი, რაც ცალკეული აქტორების მხრიდან შეინიშნება, თითქოს საქართველოში გამჭვირვალობა საერთოდ არ არის საჭირო, განაცხადა დეპუტატმა
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. გამჭვირვალობა არის სტანდარტი, რომელიც საუკეთესოდ იცავს დემოკრატიას თანამედროვე გამოწვევების პირობებში და არ აქვს ალტერნატივა არც საფრანგეთში და არც საქართველოში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
საფრანგეთის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უცხოური ჩარევის თავიდან აცილებას. კანონპროექტის მიხედვით, იგეგმება სპეციალური რეესტრის შექმნა, რომელშიც უცხოური ინტერესების გამტარები დარეგისტრირდებიან. მანამდე, 14 მაისს, საქართველოს პარლამენტმა ერთთვიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე მესამე და საბოლოო მოსმენით კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიიღო.
„ფაქტია, რომ გამჭვირვალობა არის სტანდარტი, რომელიც თანამედროვე გამოწვევების ფარგლებში საუკეთესოდ იცავს დემოკრატიას. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ საფრანგეთში უკვე სენატმაც დაუჭირა მხარი ამ პროექტს, თანაც მისი შინაარსი და ბუნება გაცილებით უფრო მკაცრია ვიდრე ქართული ანალოგი და ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
დეპუტატის თქმით, ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარია საქართველოს მოსახლეობისთვის ის ორმაგი სტანდარტი, რაც ცალკეული აქტორების მხრიდან შეინიშნება, თითქოს საქართველოში გამჭვირვალობა საერთოდ არ არის საჭირო და სხვა ქვეყანაში ეს გარდაუვალია დემოკრატიის დასაცავად.
„ვერც აგვიხსნიან, ვინაიდან ეს არის რეალობა და, შესაბამისად, ფაქტია, რომ გამჭვირვალობის პროექტს ალტერნატივა არც საფრანგეთში და არც საქართველოში არ გააჩნია“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.