ავარია რაჭაში მსხვერპლით დამთავრდა

© video: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2024
გამოწერა
ავარიაში ამბროლაური-თბილისის მიკროავტობუსი მოყვა
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა რაჭაში მომხდარი ავარიის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
მიკროავტობუსი, რომელიც გზიდან გადავარდა, ამბროლაური-თბილისის ხაზზე მუშაობდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0