ავარია რაჭაში: დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2024
გამოწერა
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. რაჭაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მგზავრი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
მოქალაქე კლინიკაში დაზიანებებით შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ბოლო ინფორმაციით, ამბროლაურის კლინიკაში ხუთი ადამიანი რჩება, ოთხი კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევა სოფელ აგარასთან დღეს დილით მოხდა. თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0