https://sputnik-georgia.com/20240523/--------financial-times---288058668.html
არ ასახავს ნიდერლანდების პოზიციას - ნიდერლანდების საელჩო Financial Times-ის სტატიაზე
არ ასახავს ნიდერლანდების პოზიციას - ნიდერლანდების საელჩო Financial Times-ის სტატიაზე
Sputnik საქართველო
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მოითხოვს საქართველოს მიმართ შემაკავებელი ზომების მიღებას გამჭვირვალობის კანონის მიღების საპასუხოდ, წერს Financial Times 23.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-23T15:28+0400
2024-05-23T15:28+0400
2024-05-23T15:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ნიდერლანდები
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/02/287135803_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_c31ceae37f6a90befb595b897b4c738b.jpg
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. ბრიტანული და საერთაშორისო ბიზნეს გაზეთ Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებებს საქართველოს შესახებ, ნათქვამია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს განცხადებაში.14 მაისს საქართველოს პარლამენტმა რეზონანსული კანონპროექტი მესამე და საბოლოო მოსმენით საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო, რომელიც თბილისში 15 აპრილიდან იმართება. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო 18 მაისს დაადო, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ კი განაცხადა, რომ ვეტოს დაძლევს, რადგანაც ესაა ერთადერთი გზა ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტავად.Financial Times-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოვლენ საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით, რომელიც მოიცავს ვარიანტებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, მიზანმიმართულ სანქციებსა და ევროკავშირის ფულადი სახსრების გაყინვაზე საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საპასუხოდ.Financial Times თავის სტატიაში დაეყრდნო მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც ინფორმირებული არიან დისკუსიის შესახებ.ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველო
ნიდერლანდები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/02/287135803_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_f07ec2d79bac07e507cd5a9bb09527b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ნიდერლანდები, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ნიდერლანდები, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
არ ასახავს ნიდერლანდების პოზიციას - ნიდერლანდების საელჩო Financial Times-ის სტატიაზე
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მოითხოვს საქართველოს მიმართ შემაკავებელი ზომების მიღებას გამჭვირვალობის კანონის მიღების საპასუხოდ, წერს Financial Times
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. ბრიტანული და საერთაშორისო ბიზნეს გაზეთ Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებებს საქართველოს შესახებ, ნათქვამია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს განცხადებაში.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა რეზონანსული კანონპროექტი მესამე და საბოლოო მოსმენით საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო, რომელიც თბილისში 15 აპრილიდან იმართება. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო 18 მაისს დაადო, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ კი განაცხადა, რომ ვეტოს დაძლევს, რადგანაც ესაა ერთადერთი გზა ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტავად.
Financial Times-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოვლენ საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით, რომელიც მოიცავს ვარიანტებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, მიზანმიმართულ სანქციებსა და ევროკავშირის ფულადი სახსრების გაყინვაზე საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საპასუხოდ.
„Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლების განცხადებებს“,- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში სოციალურ ქსელში.
Financial Times თავის სტატიაში დაეყრდნო მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც ინფორმირებული არიან დისკუსიის შესახებ.
ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.