ძლიერმა წვიმამ გლდანში პრობლემები შექმნა

© Sputnik / Alexander Imedashviliწვიმა თბილისში
წვიმა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2024
გამოწერა
თბილისი, 21 მაისი - Sputnik. გლდანში, მეტროს სადგურ „ახმეტელთან“ გუშინ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად მიწისქვეშა გადასასვლელი და იქ განთავსებული სავაჭრო ობიექტები დაიტბორა, იუწყება „პირველი არხი“.
როგორც გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კალაძემ განაცხადა, უხვმა ნალექმა განსაკუთრებით მეტროს მიმდებარე ტერიტორია დატბორა.
„უზრუნველვყავით, რომ ელექტროენერგია გათიშული ყოფილიყო მხოლოდ კონკრეტულ ლოკაციაზე, რათა საფრთხე არ შექმნილიყო ამ კუთხით. ამ დროისთვის წყალი ამოტუმბულია, გადაადგილება უკვე შესაძლებელია და გაიხსნა მაღაზიებიც“, – განაცხადა კალაძემ.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. მიწისქვეშა გადასასვლელიდან წყალი გვიან ღამითვე ამოტუმბეს, დაასუფთავეს მაღაზიები და შესაძლებელი გახდა გადაადგილებაც.
ყველა ახალი ამბავი
0