https://sputnik-georgia.com/20240521/tato-grigalashvili-msoplio-chempioni-mesamed-gaxda-288028863.html
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა
Sputnik საქართველო
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. 21.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-21T20:13+0400
2024-05-21T20:13+0400
2024-05-21T20:13+0400
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24649/54/246495412_0:0:1200:676_1920x0_80_0_0_ccd47f2300b543d359f5015d914fec3c.jpg
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) პლანეტის საუკეთესო ძოუდოისტი ზედიზედ მესამედ გახდა. ინფორმაციას ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. ქართველმა ტურნირის ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს სპორტსმენს ტიმურ არბუზოვს ვაზარით მოუგო.დღეს ფინალურ ორთაბრძოლაში იასპარეზა დიმიტრი გოჩილაიძემაც (81 კგ), რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ტაჯიკ მაჰმადბეკოვთან დამარცხდა.19 მარტს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი აიღო, რომელიც 24 მაისს დასრულდება. პრესტიჟულ ტურნირზე 107 ქვეყნის 658 ძიუდოისტი მონაწილეობს - 349 მამაკაცი და 309 ქალი.ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24649/54/246495412_94:0:1129:776_1920x0_80_0_0_29b993410988a6d355efafa7807f2d3c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
თბილისი, 21 მაისი – Sputnik. აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) პლანეტის საუკეთესო ძოუდოისტი ზედიზედ მესამედ გახდა. ინფორმაციას ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
ქართველმა ტურნირის ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს სპორტსმენს ტიმურ არბუზოვს ვაზარით მოუგო.
„მიზანი შესრულებულია, ისტორია დაწერილია! გთხოვთ მიესალმოთ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანს და ოთხგზის ფინალისტს.ტატოს ანგარიშზე ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალია, საიდანაც 3 ოქრო და ერთი ვერცხლია", - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს ფინალურ ორთაბრძოლაში იასპარეზა დიმიტრი გოჩილაიძემაც (81 კგ), რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ტაჯიკ მაჰმადბეკოვთან დამარცხდა.
19 მარტს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი აიღო, რომელიც 24 მაისს დასრულდება. პრესტიჟულ ტურნირზე 107 ქვეყნის 658 ძიუდოისტი მონაწილეობს - 349 მამაკაცი და 309 ქალი.
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.