საგარეო სავაჭრო ბრუნვა ისევ მცირდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო?

CC BY-SA 3.0 / Nc tech3 / POTIფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2024
გამოწერა
ექსპორტმა 1,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 10,1%-ით ნაკლებია.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-აპრილში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,7%-ით შემცირდა და 6,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 4,8 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2023 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 0,3%-ით მეტი.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარი-აპრილი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა,%

ექსპორტი

1 763,2

-10,1

იმპორტი

4 800,2

0,3

სულ

6 563,4

-2,7

ექსპორტმა 1,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,1%-ით ნაკლებია.
2024 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 7,5%-ით მეტია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ტოპ-ხუთი 2024 წლიან იანვარ-აპრილში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა,%

მსუბუქი ავტომობილები

576,6

-3,1

ღვინო

126,5

61,0

ფეროშენადნობები

82,4

-2,4

სპირტიანი სასმელები

79,6

48,5

მინერალური წყლები

50,9

30,8

2024 წლის ოთხ თვეში ყველაზე მეტად გაიზარდა ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების (თითქმის 119,1%-ით), ნატურალური ყურძნის ღვინის (61%-ით) და სპირტიანი სასმელების (48,5%-ით) ექსპორტი.
ამავე დროს, წლის დასაწყისიდან დავარდა მხოლოდ აზოტოვანი სასუქების (35,2%) და მსუბუქი ავტომობილების (3,1%), ფეროშენადნობების (2,4%), დამუშავებული ან ნახევრად დამუშავებული ოქროს (0,3%) ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან, მედიკამენტები, სატელეფონო აპარატები, სატვირთო ავტომობილები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები და სხვა.
საქართველოში იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული 2024 წლის იანვარ-აპრილში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, ვარდნა,%

მსუბუქი ავტომობილები

721,8

-25,7

ნავთობპროდუქტები

422,6

32,8

მედიკამენტები

217,1

39,6

გაზი

201,7

-19,5

სატელეფონო აპარატები

102,8

-9,4

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა საფრენი აპარატების (649,2%) და სატვირთო ავტომობილების (59,2%) იმპორტი.
წლის დასაწყისიდან შემცირდა მსუბუქი ავტომობილების (25,7%), ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების (19,5%), სატელეფონო აპარატების (9,4%) იმპორტი.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წლის იანვარ-აპრილში 964,1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,7%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-ხუთეული 2024 წლის იანვარ-აპრილში

ქვეყნები

მლნ დოლარი

ზრდა, ვარდნა,%

თურქეთი

964,1

3,6

რუსეთი

836,8

-1,5

ჩინეთი

497,5

0,5

აშშ

479,7

-19,8

აზერბაიჯანი

400,8

-20,8

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედის ყირგიზეთი, გერმანია, სომხეთი, ყაზახეთი და იტალია.
ყველა ახალი ამბავი
0