https://sputnik-georgia.com/20240521/ramdenit-gaizarda-rusetidan-saqartveloshi-gatxvadebuli-airis-importi-288030086.html
რამდენით გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში გათხევადებული აირის იმპორტი
რამდენით გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში გათხევადებული აირის იმპორტი
Sputnik საქართველო
რუსეთი საქართველოსთვის ნახშირწყალბადების მთავარი მიმწოდებელია 21.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-21T23:00+0400
2024-05-21T23:00+0400
2024-05-21T23:00+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0f/284237614_23:0:3664:2048_1920x0_80_0_0_65830e3e6630d0d47a3b2f2d908e9a08.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. 2024 წლის აპრილში საქართველოში გათხევადებული აირების (LNG) იმპორტი, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის ოთხჯერ გაიზარდა, 99,6% რუსეთიდან შემოვიდა, ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.კავშირის მონაცემებით, გასულ თვეში გათხევადებული აირების იმპორტმა 11,01 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილთან შედარებით 282,2%-ით მეტია. რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა 10,97 ათასი ტონა LNG.გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში თითქმის სამჯერ გაიზარდა სანავთობო ბიტუმის იმპორტი.აპრილში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ერაყიდან - 10,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 68,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 4,1 ათასი ტონა (27,5%); თურქმენეთი - 0,3 ათასი ტონა (2%); თურქეთი - 0,2 ათასი ტონა (1,3%); აზერბაიჯანი - 0,1 ათასი ტონა (0,7%);რუსეთი არის საქართველოს ნავთობპროდუქტების მთავარი მიმწოდებელი. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარი-აპრილში საქართველოში 422,6 მლნ დოლარის ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, რაც 32,8%-ით ნაკლებია 2023 წლის ოთხი თვის მაჩვენებელზე. რუსეთიდან 183,8 მლნ დოლარის ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც 13,5%-ით ნაკლებია გასული წლის იანვარი-აპრილის მონაცემებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0f/284237614_478:0:3209:2048_1920x0_80_0_0_1de7a21c4074081fb1c025ddfec0b459.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენით გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში გათხევადებული აირის იმპორტი
რუსეთი საქართველოსთვის ნახშირწყალბადების მთავარი მიმწოდებელია
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. 2024 წლის აპრილში საქართველოში გათხევადებული აირების (LNG) იმპორტი, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის ოთხჯერ გაიზარდა, 99,6% რუსეთიდან შემოვიდა, ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კავშირის
მონაცემებით, გასულ თვეში გათხევადებული აირების იმპორტმა 11,01 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილთან შედარებით 282,2%-ით მეტია. რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა 10,97 ათასი ტონა LNG.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში თითქმის სამჯერ გაიზარდა სანავთობო ბიტუმის იმპორტი.
„აპრილში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,9 ათასი ტონა, რაც 9,4 ათასი ტონით ანუ 170,9-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით", - ნათქვამია განცხადებაში.
აპრილში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ერაყიდან - 10,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 68,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 4,1 ათასი ტონა (27,5%); თურქმენეთი - 0,3 ათასი ტონა (2%); თურქეთი - 0,2 ათასი ტონა (1,3%); აზერბაიჯანი - 0,1 ათასი ტონა (0,7%);
რუსეთი არის საქართველოს ნავთობპროდუქტების მთავარი მიმწოდებელი. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარი-აპრილში საქართველოში 422,6 მლნ დოლარის ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, რაც 32,8%-ით ნაკლებია 2023 წლის ოთხი თვის მაჩვენებელზე. რუსეთიდან 183,8 მლნ დოლარის ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც 13,5%-ით ნაკლებია გასული წლის იანვარი-აპრილის მონაცემებზე.