https://sputnik-georgia.com/20240521/otxi-ukanono-saxerxi-saamqro-daluqes-288023388.html
საქართველოში ოთხი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს
საქართველოში ოთხი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს
Sputnik საქართველო
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი. 21.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-21T18:51+0400
2024-05-21T18:51+0400
2024-05-21T18:51+0400
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0f/286326607_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_f1fdbcdd8a39bbee273a1f1240dc3d8c.jpg
თბილისი, 21 მაისი - Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში ოთხი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გავრცელებული ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანში, მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ჰქონდა დამონტაჟებული.ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონშიკი მოქალაქეს ცირკული ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი.ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლას მიმდებარე ტყეში მოქალაქეს უკანონოდ მოწყობილი ლენტური ტიპის სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე წაბლის სახეობის 5 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და0,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.უწყების ცნობით, უკანონოდ მოპოვებული ხეტყე იყო განთავსებული ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის სახელმწიფო ტყეში მოწყობილ უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზეც. ადგილიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 8 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხეტყე (მორი) და2,2 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).რადგან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0f/286326607_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_99b2771ed839b04ce74df57411e34d48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ოთხი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
თბილისი, 21 მაისი - Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში ოთხი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანში, მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ჰქონდა დამონტაჟებული.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონშიკი მოქალაქეს ცირკული ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლას მიმდებარე ტყეში მოქალაქეს უკანონოდ მოწყობილი ლენტური ტიპის სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე წაბლის სახეობის 5 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და0,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.
უწყების ცნობით, უკანონოდ მოპოვებული ხეტყე იყო განთავსებული ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის სახელმწიფო ტყეში მოწყობილ უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზეც. ადგილიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 8 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხეტყე (მორი) და2,2 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
რადგან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.