მოსაზრება: ვის აძლევს ხელს ირანის პრეზიდენტის დაღუპვა

© photo: Sputnik / Павел Бедняков / გადასვლა მედიაბანკშიირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი
ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2024
გამოწერა
ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰუსეინ ამირ-აბდოლაჰიანის ავიაკატასტროფაში ტრაგიკული დაღუპვა საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს იმისათვის, რომ ამერიკული წარმოების ვერტმფრენის Bell-212 ნისლში „ხისტი დაშვება“ მხოლოდ შემთხვევითობით იყოს ახსნილი.
ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი 19 მაისს ირანი-აზერბაიჯანის საზღვრის მახლობლად აფრინდა, სადაც იბრაჰიმ რაისი, აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან ერთად მონაწილეობდა ახალი კაშხლის გახსნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში (კაშხალი არის ერთობლივი ჰიდროტექნიკური პროექტი ირანულ პროვინციაში, აღმოსავლეთ აზერბაიჯანში}.
პრეზიდენტის ვერტმფრენის ნამსხვრევები 20 მაისს, თეირანის ჩრდილო-დასავლეთით, დილით აღმოაჩინეს. ვერტმფრენის ხისტი დაშვების ადგილზე გადარჩენილები ვერ იპოვეს. ვერტმფრენი, პრაქტიკულად, მთლიანად დაიწვა.
ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმის მინისტრის გარდა, დაიღუპა კიდევ 7 მგზავრი, მათ შორის - აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი და აღმოსავლეთ აზერბაიჯანის უმაღლესი ლიდერის წარმომადგენელი. წინასწარი ვერსიით, კატასტროფის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მთიანი რელიეფი და ნისლი...
მანამდე, კაშხლის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც თეირანისა და ბაქოს თანამშრომლობის სიმბოლოდ ითვლება, ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ერთობლივი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ორი ქვეყნის ხალხს იმედს აძლევს და მტრების სასოწარკვეთილებას იწვევს. რაისიმ დასძინა: „ნებისმიერი პროგრესი აზერბაიჯანში ჩვენი პროგრესია, ორი ქვეყნის საზღვარზე ნებისმიერი დესტაბილიზაცია კი - საერთო დანაკარგია“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ერთობლივ სატრანსპორტო პროექტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: „დერეფანი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ რეგიონისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ირანსა და აზერბაიჯანში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი გახდება“.
და ეს გადაჭარბება როდია. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ - სანკტ-პეტერბურგიდან პორტ მუმბაიამდე (ბომბეი) იქმნება ინდოეთიდან, ირანიდან და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებიდან ტრანზიტული სატვირთო ნაკადების მოსაზიდად რუსეთის ტერიტორიაზე (კასპიის ზღვის გავლით) და შემდეგ - ჩრდილო და დასავლეთ ევროპაში, სამთავრობოთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც 2000 წლის 12 სექტემბერს სანკტ-პეტერბურგში ხელი მოაწერა რუსეთმა, ინდოეთმა და ირანმა.
ამ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის უპირატესობებმა უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია - შეთანხმებას უკვე შეუერთდნენ ბელარუსი, ყაზახეთი, ომანი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, სირია, ბულგარეთი, ყირგიზეთი, თურქეთი... მონაწილე ქვეყნების სუვერენიტეტისა და ეკონომიკის გამყარების მსგავსი პროექტები დასავლეთში ბევრს არ მოსწონს.
იბრაჰიმ რაისი იყო მნიშვნელობით მეორე პოლიტიკური ფიგურა ირანში, უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხომენეის შემდეგ. იგი ირანის სულიერი ლიდერის მემკვიდრედ ითვლებოდა. მან ძალიან ბევრი გააკეთა რუსეთთან თანამშრომლობის გასამყარებლად და მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებდა, უარი ეთქვათ აშშ-ის დოლარის დამამცირებელ „ჰეგემონიაზე“ .
გარდა ღაზას სექტორში თეირანის პოზიციისა და უკრაინაში სამხედრო კონფლიქტებთან დაკავშირებით, ევრაზიაში გავლენიანი პოლიტიკური ლიდერის იბრაჰიმ რაისის მოშორებისათვის, დეგრადირებად დასავლელ „ჰეგემონებს“ ეკონომიკური არგუმენტებიც საკმარისზე მეტი ჰქონდათ. არ აკლდა მას მტრები აღმოსავლეთშიც.
რაისის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა ირანს, კოლექტიურ დასავლეთსა და ისრაელს შორის მაღალი სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის მომენტში... შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაცია ირანში ხელს აძლევს აშშ-ს, ისრაელსა და ევროკავშირს. შემთხვევითი როდია, რომ ამერიკული ჟურნალი Military Watch არ გამორიცხავს უცხოურ ჩარევას: „ხმები ირანის პრეზიდენტზე თავდასხმის შესახებ კონცენტრირებულია რეგიონში აშშ-ს სამხედრო საჰაერო თვითმფრინავის უჩვეულო ჩამოსვლის ირგვლივ, რაც რაისის გამგზავრებას დაემთხვა... წყაროების ინფორმაციით, რადიოელექტრონული ბრძოლა შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო იმისათვის, რომ ვერტმფრენს კატასტროფა განეცადა“...
პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე გამოცემა Military Watch ასკვნის, რომ, შესაძლოა, ეს ფაქტი იყო დასავლეთის „მრავალსვლიანი“ გეგმის რეალიზაციის ნაწილი, რათა ეტაპობრივად „მოეკვეთათ თავი“ ანტიამერიკული ირანისათვის, რომ შემდგომში ქვეყნის ხელისუფლებაში მოეყვანათ ხელმძღვანელი, რომელსაც დასავლეთის ინტერესებისათვის უფრო კომფორტული პოზიცია ექნებოდა.
ავიაკატასტროფაში იბრაჰიმ რაისის დაღუპვის ფაქტი საშიშია იმით, რომ ბადებს ვარაუდებს ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციის ახალი ტალღის შესახებ, სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არასასურველი ეროვნული ლიდერის მოშორების ამერიკული პრაქტიკის გაგრძელების შესახებ.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სამძიმარი გამოთქვა ირანის პრეზიდენტის დაღუპვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რაისი „იყო გამოჩენილი პოლიტიკოსი, რომელმაც თავისი ცხოვრება მთლიანად სამშობლოს სამსახურს მიუძღვნა... იგი დამსახურებული პატივისცემით სარგებლობდა თანამემამულეების მხრიდან და დიდი ავტორიტეტით - ქვეყნის გარეთ. როგორც ნამდვილი მეგობარი, მან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებაში, ძალისხმევას არ იშურებდა, რომ ეს ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აეყვანა“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!
ყველა ახალი ამბავი
0