https://sputnik-georgia.com/20240521/dokumentebis-gakalbebis-paqtze-erti-piri-daakaves-288017909.html
ყალბი დოკუმენტებით ხალხს უცხოეთში თავშესაფრის მიღებაში ეხმარებოდა: დაკავებულია ერთი პირი
ყალბი დოკუმენტებით ხალხს უცხოეთში თავშესაფრის მიღებაში ეხმარებოდა: დაკავებულია ერთი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 21.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-21T13:45+0400
2024-05-21T13:45+0400
2024-05-21T13:45+0400
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_37dbd29831aac14c4fe3378204cf1fb2.jpg
თბილისი, 21 მაისი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიების მიხედვით, ბრალდებული საზღვარგარეთ საცხოვრებლად გამგზავრებით დაინტერესებულ პირებს უმზადებდა ყალბ დოკუმენტებს, რომელთა გამოყენებითაც მათ შეეძლოთ შედარებით მარტივად მიეღოთ თავშესაფარი, როგორც პოლიტიკურ და ძალადობის მსხვერპლს.კერძოდ, დაკავებულმა ერთ-ერთ პირს 500 დოლარისა და 550 ლარის საფასურად დაუმზადა სამართალდამცავი ორგანოს მიერ გაცემული ყალბი წერილი, ასევე ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ გაცემული ყალბი ცნობა, თითქოს პირი იყო პოლიტიკური დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი, გარდა ამისა, ბრალდებულმა გააყალბა ფორმა-100, რომლის თანახმადაც მოქალაქეს მიყენებული ჰქონდა ფიზიკური დაზიანებებიგამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 362-ე მუხლით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღება), რაც სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_15068efa2546076e8b0da9fcd609a5b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ყალბი დოკუმენტებით ხალხს უცხოეთში თავშესაფრის მიღებაში ეხმარებოდა: დაკავებულია ერთი პირი
დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 21 მაისი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული საზღვარგარეთ საცხოვრებლად გამგზავრებით დაინტერესებულ პირებს უმზადებდა ყალბ დოკუმენტებს, რომელთა გამოყენებითაც მათ შეეძლოთ შედარებით მარტივად მიეღოთ თავშესაფარი, როგორც პოლიტიკურ და ძალადობის მსხვერპლს.
კერძოდ, დაკავებულმა ერთ-ერთ პირს 500 დოლარისა და 550 ლარის საფასურად დაუმზადა სამართალდამცავი ორგანოს მიერ გაცემული ყალბი წერილი, ასევე ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ გაცემული ყალბი ცნობა, თითქოს პირი იყო პოლიტიკური დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი, გარდა ამისა, ბრალდებულმა გააყალბა ფორმა-100, რომლის თანახმადაც მოქალაქეს მიყენებული ჰქონდა ფიზიკური დაზიანებები
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 362-ე მუხლით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღება), რაც სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.