https://sputnik-georgia.com/20240521/ceskos-sakonsultacio-jgufi-uqmdeba-288019198.html
საქართველოში ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი უქმდება
საქართველოში ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი უქმდება
Sputnik საქართველო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ტარდება. 21.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-21T13:00+0400
2024-05-21T13:00+0400
2024-05-21T13:00+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ცესკო
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129763_0:28:1280:748_1920x0_80_0_0_976eedffbd300d33e3b54fe0480bc13f.jpg
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა ცვლილებები, რაც ითვალისწინებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმებას, რომელიც უნდა შეიქმნას საარჩევნო პერიოდისთვის და რომელშიც უნდა შევიდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. „ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების მიზანშეწონილობას ადასტურებს არსებული პრაქტიკული გამოცდილება: ეს ჯგუფი რეალურად არ ფუნქციონირებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის არქონით", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.მოქმედი კანონმდებლობით, არჩევნების დანიშვნიდან ათი დღის ვადაში ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი უნდა შეიქმნას.აღნიშნული ჯგუფი უფლებამოსილია ცესკოს რეკომენდაციები წარუდგინოს დავების გადაწყვეტის პროცესის შესახებ. ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაბამისი დადგენილების შემთხვევაში, ამ ჯგუფს შეიძლება დაეკისროს დამატებითი ფუნქციები, კერძოდ, კენჭისყრის შედეგების გადათვლაზე მონიტორინგი.კანონპროექტით განისაზღვრება ასევე ე. წ. ანტიჩიხური მექანიზმი იმ შემთხვევის მოსაწესრიგებლად, როდესაც ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერა. კერძოდ, იმავე სხდომაზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება ცესკოს სრული შემადგენლობის ნახევრის მხარდაჭერა.„ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტიან ფუნქციონირებასა და მისი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებას", - ნათქვამია კანონპროექტშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129763_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_3d101aa9f215fd9162f0897a00c74a5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველოში ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი უქმდება
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ტარდება.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა ცვლილებები, რაც ითვალისწინებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმებას, რომელიც უნდა შეიქმნას საარჩევნო პერიოდისთვის და რომელშიც უნდა შევიდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.
„ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების მიზანშეწონილობას ადასტურებს არსებული პრაქტიკული გამოცდილება: ეს ჯგუფი რეალურად არ ფუნქციონირებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის არქონით", -
ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
მოქმედი კანონმდებლობით, არჩევნების დანიშვნიდან ათი დღის ვადაში ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი უნდა შეიქმნას.
აღნიშნული ჯგუფი უფლებამოსილია ცესკოს რეკომენდაციები წარუდგინოს დავების გადაწყვეტის პროცესის შესახებ. ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაბამისი დადგენილების შემთხვევაში, ამ ჯგუფს შეიძლება დაეკისროს დამატებითი ფუნქციები, კერძოდ, კენჭისყრის შედეგების გადათვლაზე მონიტორინგი.
კანონპროექტით განისაზღვრება ასევე ე. წ. ანტიჩიხური მექანიზმი იმ შემთხვევის მოსაწესრიგებლად, როდესაც ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერა.
კერძოდ, იმავე სხდომაზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება ცესკოს სრული შემადგენლობის ნახევრის მხარდაჭერა.
„ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტიან ფუნქციონირებასა და მისი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებას", - ნათქვამია კანონპროექტში
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ტარდება.