https://sputnik-georgia.com/20240520/premieri-umushevrobis-shemcirebaze-288007948.html
მთავარია ტემპი შევინარჩუნოთ - პრემიერი უმუშევრობის შემცირებაზე
მთავარია ტემპი შევინარჩუნოთ - პრემიერი უმუშევრობის შემცირებაზე
Sputnik საქართველო
სიღარიბისა და უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, განაცხადა კობახიძემ 20.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-20T19:49+0400
2024-05-20T19:49+0400
2024-05-20T19:49+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486575_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_cedb36d630f4cf151fca146ac259bfbe.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებისა და დასაქმების ზრდის ტემპის შენარჩუნება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" უახლეს მონაცემზე, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 14% შეადგინა, რაც 4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე.პრემიერის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 10,4 %-ით შეადგინა 953 ათასი ადამიანი, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 10%-ით და დაახლოებით 448 ათასი ადამიანი შეადგინა.სიღარიბისა და უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რომელიც აცხადებს, რომ ამ მიმართულებით დიდ წარმატებას მიაღწია.სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2023 წელს უმუშევრობის დონემ 16,4% შეადგინა, რაც 2022 წელთან შეადრებით 0,9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 2022 წელს უმუშევრობის დონე საქართველოში 17,3% იყო, 2021 წელს - 20,6%, 2020 წელს - 18,5%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486575_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_cef1e356d6ee8556a2961ce2ca151f5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქსტატი
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქსტატი
მთავარია ტემპი შევინარჩუნოთ - პრემიერი უმუშევრობის შემცირებაზე
სიღარიბისა და უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებისა და დასაქმების ზრდის ტემპის შენარჩუნება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" უახლეს მონაცემზე, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 14% შეადგინა, რაც 4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე.
„უმუშევრობა შემცირდა 50,6 ათასი ადამიანით და შეადგინა 228,6 ათასი ადამიანი. კარგი დინამიკა გვაქვს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით. ყველანაირი მონაცემები გვაქვს იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა გვქონდეს, რაც ბუნებრივია, პირდაპირ აისახება დასაქმების მაჩვენებლების ზრდაზე და უმუშევრობის შემცირებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 10,4 %-ით შეადგინა 953 ათასი ადამიანი, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 10%-ით და დაახლოებით 448 ათასი ადამიანი შეადგინა.
სიღარიბისა და უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რომელიც აცხადებს, რომ ამ მიმართულებით დიდ წარმატებას მიაღწია.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2023 წელს უმუშევრობის დონემ 16,4% შეადგინა, რაც 2022 წელთან შეადრებით 0,9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 2022 წელს უმუშევრობის დონე საქართველოში 17,3% იყო, 2021 წელს - 20,6%, 2020 წელს - 18,5%.