მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა: მარტის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე კორპუსი
მშენებარე კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2024
გამოწერა
თვის ინდექსის გაზრდა ძირითადად მოხდა დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასების 5,9%-ით ზრდის ხარჯზე.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. 2024 წლის მარტში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, მიმდინარე წლის თებერვალთან შედარებით, 1%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი).
უწყება სამშენებლო ღირებულების ინდექსს (CCI) ითვლის, რომელიც საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საჭირო მასალებისა და მომსახურების საშუალო ფასის დონეს წარმოადგენს საბაზისო პერიოდთან შედარებით.
საქსტატის ცნობით, თვის განმავლობაში ინდექსის გაზრდა ძირითადად განპირობებული იყო დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5,9%-ით ზრდით.
2024 წლის მარტში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 9,1%-ით გაიზარდა, რაც ხელფასების 35,3%-ითა და ტექნიკისა და აღჭურვილობის ფასების 5,5%-ი ზრდითაა გამოწვეული.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ისე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0