ირაკლი კობახიძემ XII კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა

© photo: Sputnik / Stringer„ბოლო ზარი" სკოლაში
„ბოლო ზარი სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2024
გამოწერა
პრემიერმა ახალგაზრდებს წარმატებული სტუდენტური და პროფესიული ცხოვრება უსურვა.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ XII კლასელებს სკოლის დამთავრება – ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა მიულოცა.
დღეს საქართველოს სახელმწიფო სკოლებში XII კლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა.
„პირველ რიგში, მინდა სკოლის მოსწავლეებს, მე-12 კლასელებს მივულოცო ბოლო ზარი, სკოლის დამთავრება და მინდა, მათ ვუსურვო ბედნიერი და წარმატებული სტუდენტური და პროფესიული ცხოვრება. მინდა ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო ყველას მომავალში“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ თითოეული იპოვის ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, რომ მათი სწავლა და შრომა ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც მათ პირად წინსვლას.
საქართველოს სკოლებში სწავლა, I და XII კლასების გარდა, 15 ივნისს დამთავრდება. XII კლასელებისთვის ბოლო ზარი დღეს ირეკება, ხოლო პირველკლასელები სწავლას 25 მაისს დაამთავრებენ.
ყველა ახალი ამბავი
0