მედია: ირანის პრეზიდენტი ყველა თანმხლებ პირთან ერთად დაიღუპა

© POOL / გადასვლა მედიაბანკშიირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი
ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2024
გამოწერა
ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი და დელეგაციის სხვა წევრები, რომლებიც აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ თეირანში ბრუნდებოდნენ, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ, იუწყება РИА Новости სააგენტო Mehr-ზე დაყრდნობით.
„ირანის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ... ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ჩრდილო-დასავლეთ ირანის მთიან რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა, გარდაცვლილთა შორისაა საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანიც", ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ვერტმფრენში ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, იმყოფებოდნენ თავრიზის იმამი მოჰამად ალი ალ-ჰაშემი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის ხელმძღვანელი მალეკ რაჰმატი, ვერტმფრენის ეკიპაჟი და უსაფრთხოების ერთი ოფიცერი.
ირანის დელეგაცია გუშინ ბაქოში იმყოფებოდა. ვერტმფრენი მაშინ ჩამოვარდა, როცა ის აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0