https://sputnik-georgia.com/20240520/----288001518.html
აშხაბადში რუსთაველის ძეგლი დაიდგა
აშხაბადში რუსთაველის ძეგლი დაიდგა
Sputnik საქართველო
რუსთაველის ძეგლის გახსნის ცერემონია კულტურის მინისტრთა საერთაშორისო კონფერენციის დღეს დაემთხვა. 20.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-20T13:04+0400
2024-05-20T13:04+0400
2024-05-20T13:04+0400
საქართველო
თურქმენეთი
საზოგადოება
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/14/287999808_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_0daed4c515c209d264034b11e780dc0f.jpg
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. თურქმენეთის დედაქალაქში დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნა ემსახურება საზღვარგარეთ ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციების პოპულარიზაციას,ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შოთა რუსთაველის ძეგლი, თურქმენეთის მთავრობის გადაწყვეტილებითა და საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, აშხაბადში სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების ცნობილ მოღვაწეთა მემორიალების გვერდით კულტურული პარკ-კომპლექს „მახტუმკული ფრაგში”დაიდგა.რუსთაველის ძეგლის გახსნის ცერემონია კულტურის მინისტრთა საერთაშორისო კონფერენციის დღეს დაემთხვა. ღონისძიება ყოველწლიურად იმართება თურქმენი მოაზროვნის და პოეტის მახტუმკული ფრაგის დაბადების დღეს - საერთაშორისო კონფერენცია მახტუმკული ფრაგის 300 წლის იუბილეს მიეძღვნა.ძეგლის გახსნას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი, თურქმენეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, თურქმენეთის მთავრობისა და მეჯლისის, ასევე, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.გახსნის ცერემონიალზე თურქმენეთის აკადემიური თეატრის მსახიობებმა გამართეს ლიტერატურული წარმოდგენა, წაიკითხეს ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან“.
საქართველო
თურქმენეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/14/287999808_0:0:1135:851_1920x0_80_0_0_bcc91b960950c7263f1ec58c69f25493.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქმენეთი, საზოგადოება, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საქართველო, თურქმენეთი, საზოგადოება, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
აშხაბადში რუსთაველის ძეგლი დაიდგა
რუსთაველის ძეგლის გახსნის ცერემონია კულტურის მინისტრთა საერთაშორისო კონფერენციის დღეს დაემთხვა.
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. თურქმენეთის დედაქალაქში დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნა ემსახურება საზღვარგარეთ ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციების პოპულარიზაციას,ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შოთა რუსთაველის ძეგლი, თურქმენეთის მთავრობის გადაწყვეტილებითა და საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, აშხაბადში სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების ცნობილ მოღვაწეთა მემორიალების გვერდით კულტურული პარკ-კომპლექს „მახტუმკული ფრაგში”დაიდგა.
რუსთაველის ძეგლის გახსნის ცერემონია კულტურის მინისტრთა საერთაშორისო კონფერენციის დღეს დაემთხვა. ღონისძიება ყოველწლიურად იმართება თურქმენი მოაზროვნის და პოეტის მახტუმკული ფრაგის დაბადების დღეს - საერთაშორისო კონფერენცია მახტუმკული ფრაგის 300 წლის იუბილეს მიეძღვნა.
„თურქმენეთის დედაქალაქში დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის, ძეგლის გახსნა ემსახურება საზღვარგარეთ ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციების პოპულარიზაციას და, ამავდროულად, ნათელი დადასტურებაა ორი ქვეყნის მჭიდრო კულტურული კავშირისა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ძეგლის გახსნას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი, თურქმენეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, თურქმენეთის მთავრობისა და მეჯლისის, ასევე, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გახსნის ცერემონიალზე თურქმენეთის აკადემიური თეატრის მსახიობებმა გამართეს ლიტერატურული წარმოდგენა, წაიკითხეს ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან“.