სისხლიანი გარჩევა: სენაკში 25 წლის ბიჭი მოკლეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2024
გამოწერა
ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა
თბილისი, 19 მაისი - Sputnik. სენაკში ერთმა პირმა 25 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა, ორი კი დაჭრა, იუწყება „გურია-ნიუსი".
მკვლელობა სენაკში, გორის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟებმა სამივე პირი კლინიკაში გადაიყვანეს - მათგან ერთი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
„საშინელება მოხდა. კაცმა 25 წლის ბიჭს დანა გამეტებით, რამდენჯერმე ჩაარტყა და მოკლა. დამნაშავე ცოტა ხნის წინ დააკავა პოლიციამ”, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება - ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა.
ყველა ახალი ამბავი
0