https://sputnik-georgia.com/20240519/sazogadoebriv-mauwyebelze-sportuli-arxi-amushavda-287996472.html
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სპორტული არხი ჩაუშვა
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სპორტული არხი ჩაუშვა
Sputnik საქართველო
„პირველი არხი-სპორტი" გახდა ევროპული პლატფორმა EourovisionSport-ის პარტნიორი, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მაყურებელს, ევროპული სპორტის მრავალფეროვან... 19.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-19T19:52+0400
2024-05-19T19:52+0400
2024-05-19T19:52+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23475/87/234758715_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_d8545c16f042ec0b80d912780fbb9c8c.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სპორტის ყველა სახეობაში საერთაშორისო შეჯიბრებები და ადგილობრივი ჩემპიონატები სპორტის ყველა სახეობაში ქართველი გულშემატკივრებისთვის უკვე ხელმისაწვდომია სპორტულ არხზე, რომელიც „პირველ არხზე" უკვე ჩაეშვა.„პირველი არხი-სპორტი" 20 მაისიდან მაყურებელს შესთავაზებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს 17-წლამდელ ფეხბურთელთა შორის, ხოლო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში.ფეხბურთის გარდა, უახლოეს დღეებში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ყურადღება ადევნოს ATP Challenger Tour-ის პროფესიონალ კაც-ჩოგბურთელთა ტურნირს, რომელიც 20-26 მაისის პერიოდში ჩატარდება.ასევე, პირველად სატელევიზიო ეთერში დაგეგმილია ხელბურთში ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრების და ფინალური მატჩის ჩვენება.„პირველი არხი-სპორტი" მაყურებლისთვის ხელმისაწვდომია სატელევიზიო ეთერში, საკაბელო ტელევიზიების საშუალებით და პირველი არხის ციფრულ პლატფორმაზე – 1tvplay.ge.„პირველი არხი-სპორტის" განუყოფელი ნაწილია უნიკალური არქივი, რომელიც ეროვნული სპორტის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპების და პერსონალიების მემატიანეა.„პირველი არხი-სპორტი" გახდა ევროპული პლატფორმა EourovisionSport-ის პარტნიორი, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მაყურებელს, ევროპული სპორტის მრავალფეროვან, მულტიდისციპლინარულ, მათ შორის, პარასპორტის ჩემპიონატებს ადევნოს თვალი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23475/87/234758715_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_c4b0ff8d5a0165c95eb170a7f84c5e0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სპორტული არხი ჩაუშვა
„პირველი არხი-სპორტი" გახდა ევროპული პლატფორმა EourovisionSport-ის პარტნიორი, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მაყურებელს, ევროპული სპორტის მრავალფეროვან, მულტიდისციპლინარულ, მათ შორის, პარასპორტის ჩემპიონატებს ადევნოს თვალი.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სპორტის ყველა სახეობაში საერთაშორისო შეჯიბრებები და ადგილობრივი ჩემპიონატები სპორტის ყველა სახეობაში ქართველი გულშემატკივრებისთვის უკვე ხელმისაწვდომია სპორტულ არხზე, რომელიც „პირველ არხზე" უკვე ჩაეშვა.
„პირველი არხი-სპორტი" 20 მაისიდან მაყურებელს შესთავაზებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს 17-წლამდელ ფეხბურთელთა შორის, ხოლო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში.
ფეხბურთის გარდა, უახლოეს დღეებში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ყურადღება ადევნოს ATP Challenger Tour-ის პროფესიონალ კაც-ჩოგბურთელთა ტურნირს, რომელიც 20-26 მაისის პერიოდში ჩატარდება.
ასევე, პირველად სატელევიზიო ეთერში დაგეგმილია ხელბურთში ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრების და ფინალური მატჩის ჩვენება.
„პირველი არხი-სპორტი" მაყურებლისთვის ხელმისაწვდომია სატელევიზიო ეთერში, საკაბელო ტელევიზიების საშუალებით და პირველი არხის ციფრულ პლატფორმაზე –
1tvplay.ge.
„პირველი არხი-სპორტის" განუყოფელი ნაწილია უნიკალური არქივი, რომელიც ეროვნული სპორტის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპების და პერსონალიების მემატიანეა.
„ეროვნული სპორტული ჩემპიონატების გადაღება და ტრანსლაცია საქართველოში სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის გადამწყვეტია, რაც ნამდვილად უნიკალური შეთავაზებაა ჩვენი მხრიდან და გარკვეულ სოციალურ ასპექტებს შეიცავს, რადგანაც სპორტის ყველა სახეობას არ აქვს დამატებითი რესურსი, აუდიო ან ვიდეოგადაღება აწარმოოს და პოპულარიზაცია გაუწიოს დისციპლინას", - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
„პირველი არხი-სპორტი" გახდა ევროპული პლატფორმა EourovisionSport-ის პარტნიორი, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მაყურებელს, ევროპული სპორტის მრავალფეროვან, მულტიდისციპლინარულ, მათ შორის, პარასპორტის ჩემპიონატებს ადევნოს თვალი.