https://sputnik-georgia.com/20240519/rogoria-qveyanashi-aiv-inpocirebis-machvenebeli-statistika-ganaxlda-287994342.html
როგორია ქვეყანაში აივ-ინფიცირების მაჩვენებელი - ახალი სტატისტიკა
როგორია ქვეყანაში აივ-ინფიცირების მაჩვენებელი - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
შიდსის დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და კონსულტაცია საქართველოში უფასო და ანონიმურია 19.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-19T14:52+0400
2024-05-19T14:52+0400
2024-05-19T14:52+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს რეგიონები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23402/21/234022178_0:188:2974:1861_1920x0_80_0_0_52fcd56279c26102eb8687a35da8c6f7.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის დასაწყისიდან აივ-ინფექციის 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.უწყების ცნობით, 2024 წლის 19 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 10.608 აივ-ინფიცირებული პირი, მათგან 7.945 – მამაკაცი და 2.663 – ქალია. სულ გარდაიცვალა 2.263 პაციენტი.ამასთან, არვ (ანტირეტროსულ) თერაპიას იტარებს 6 ათასზე მეტი პაციენტი, მათ შორის 42 – ბავშვი.რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:აივ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ მოდის სამეგრელო, იმერეთი, აჭარა, აფხაზეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, შიდა ქართლი, გურია, სამცხე-ჯავახეთი და ა.შ.შიდსის დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და კონსულტაცია საქართველოში უფასო და ანონიმურია.ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება.შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია.აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23402/21/234022178_122:0:2853:2048_1920x0_80_0_0_b0307aa319ad866b5caa02542103d507.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები, თბილისი დღეს
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები, თბილისი დღეს
როგორია ქვეყანაში აივ-ინფიცირების მაჩვენებელი - ახალი სტატისტიკა
შიდსის დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და კონსულტაცია საქართველოში უფასო და ანონიმურია
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის დასაწყისიდან აივ-ინფექციის 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2024 წლის 19 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 10.608 აივ-ინფიცირებული პირი, მათგან 7.945 – მამაკაცი და 2.663 – ქალია. სულ გარდაიცვალა 2.263 პაციენტი.
ამასთან, არვ (ანტირეტროსულ) თერაპიას იტარებს 6 ათასზე მეტი პაციენტი, მათ შორის 42 – ბავშვი.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:
„32% - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 50% - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 14% - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1,1% - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0,4 % - სისხლის რეციპიენტია; 0,5% - გადაცემის გზა დაუდგენელია", - ნათქვამია განცხადებაში.
აივ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ მოდის სამეგრელო, იმერეთი, აჭარა, აფხაზეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, შიდა ქართლი, გურია, სამცხე-ჯავახეთი და ა.შ.
შიდსის დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და კონსულტაცია საქართველოში უფასო და ანონიმურია.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია.
აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.