https://sputnik-georgia.com/20240519/rodis-ashendeba-somxetidan-saqartvelos-mimartulebit-axali-gza-287995910.html
როდის აშენდება ახალი გზა სომხეთიდან საქართველოს მიმართულებით
როდის აშენდება ახალი გზა სომხეთიდან საქართველოს მიმართულებით
Sputnik საქართველო
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიებმა 19 აპრილს მიღებული ოქმის შესაბამისად, საზღვრის ცალკეული მონაკვეთები ოთხ სოფელთან შეათანხმეს. 19.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-19T19:00+0400
2024-05-19T19:00+0400
2024-05-19T19:19+0400
საქართველო
სომხეთი
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/13/287994327_0:136:1600:1036_1920x0_80_0_0_d2cbba495c2146663e0d1ed3a855bc7d.jpg
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. დელიმიტაციის გამო სომხეთის საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის გადატანის პრობლემა ჩნდება, იუწყება „Sputnik სომხეთი".სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ საკითხის მოგვარება 2-3 თვეში იქნება შესაძლებელი. ასევე გარემონტდება H-26 ტრასიდან სოფელ აჭარკუტისკენ და შემდგომ კირანცისკენ მიმავალი გზა.რაც შეეხება ქონებრივ საკითხებს, მათი მოცულობა არ იქნება დიდი, ხოლო ყველა მსგავს შემთხვევაში მოქლაქეებისთვის მიყენებულ ზარალს სახელმწიფო მათი სურვილისამებრ ქონებრივი თუ ფინანსური გზით აანაზღაურებს, ნათქვამია ფაშინიანის აპარატის განცხადებაში.გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლები დილიდან დაიწყებენ შესაძლო პრობლემების გამოვლენას და დაიწყებენ კირანცის მოსახლეობასთან საკითხების განხილვას.სამი კოორდინატი სოფელ კირანცის მონაკვეთზე კომპიუტერის მეშვეობის განისაზღვრა, ბოძები მოგვიანებით დამონტაჟდება. დანარჩენი ბოძები უკვე დაყენებულია.სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატში კითხვაზე, თუ რატომ აირჩიეს დელიმიტაციის კომისიებმა სსრკ-ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 1976 წლის რუკები, უპასუხეს, რომ ეს, ფაქტობრივად, არის რუკა, რომელსაც დე-იურე აქვს სამართლებრივი საფუძველი.როგორც უწყებაში განმარტეს, ეს ყველაზე ბოლო რუკებია, რომლების სსრკ-ის კომპეტენტური სამთავრობო ორგანოების მიერ არის შემოწმებული.სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიების რიგით მეცხრე შეხვედრა 15 მაისს გაიმართა.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/13/287994327_0:0:1600:1201_1920x0_80_0_0_4e7eeb66edf4c64d44ffcfde35856e82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, საზოგადოება, ახალი ამბები
როდის აშენდება ახალი გზა სომხეთიდან საქართველოს მიმართულებით
19:00 19.05.2024 (განახლებულია: 19:19 19.05.2024) სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიებმა 19 აპრილს მიღებული ოქმის შესაბამისად, საზღვრის ცალკეული მონაკვეთები ოთხ სოფელთან შეათანხმეს.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. დელიმიტაციის გამო სომხეთის საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის გადატანის პრობლემა ჩნდება, იუწყება „Sputnik სომხეთი".
სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ საკითხის მოგვარება 2-3 თვეში იქნება შესაძლებელი. ასევე გარემონტდება H-26 ტრასიდან სოფელ აჭარკუტისკენ და შემდგომ კირანცისკენ მიმავალი გზა.
რაც შეეხება ქონებრივ საკითხებს, მათი მოცულობა არ იქნება დიდი, ხოლო ყველა მსგავს შემთხვევაში მოქლაქეებისთვის მიყენებულ ზარალს სახელმწიფო მათი სურვილისამებრ ქონებრივი თუ ფინანსური გზით აანაზღაურებს, ნათქვამია ფაშინიანის აპარატის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლები დილიდან დაიწყებენ შესაძლო პრობლემების გამოვლენას და დაიწყებენ კირანცის მოსახლეობასთან საკითხების განხილვას.
სამი კოორდინატი სოფელ კირანცის მონაკვეთზე კომპიუტერის მეშვეობის განისაზღვრა, ბოძები მოგვიანებით დამონტაჟდება. დანარჩენი ბოძები უკვე დაყენებულია.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატში კითხვაზე, თუ რატომ აირჩიეს დელიმიტაციის კომისიებმა სსრკ-ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 1976 წლის რუკები, უპასუხეს, რომ ეს, ფაქტობრივად, არის რუკა, რომელსაც დე-იურე აქვს სამართლებრივი საფუძველი.
„აღინიშნა, რომ დელიმიტაცია განხორციელდა 1976 წლის რუკების საფუძველზე, რომლებიც გამოიყენება 1979 წლიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესში ახალი საზღვრის შექმნა არ უნდა მომხდარიყო, არამედ უნდა მომხდარიყო ალმათის დეკლარაციაში ადრე დადასტურებული საზღვრების აღდგენის პროცესი. ჩვენ ვამბობთ, რომ არ უნდა შევქმნათ საზღვარი, არამედ უნდა აღვადგინოთ ის საზღვრები, რომლებიც არსებობდა სსრკ-ის დაშლის დროს და აქვს იურიდიული მნიშვნელობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტეს, ეს ყველაზე ბოლო რუკებია, რომლების სსრკ-ის კომპეტენტური სამთავრობო ორგანოების მიერ არის შემოწმებული.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიების რიგით მეცხრე შეხვედრა 15 მაისს გაიმართა.