https://sputnik-georgia.com/20240519/paradziudo-dges-eqvsi-qartveli-ichidavebs-287993321.html
პარაძიუდო: თბილისის გრან-პრიზე დღეს ექვსი ქართველი იჭიდავებს
პარაძიუდო: თბილისის გრან-პრიზე დღეს ექვსი ქართველი იჭიდავებს
Sputnik საქართველო
ტურნირის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია. 19.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-19T11:52+0400
2024-05-19T11:52+0400
2024-05-19T11:52+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/12/287984051_0:20:960:560_1920x0_80_0_0_447a1eb032390b6933081926cd8837ef.jpg
თბილისი, 19 მაისი - Sputnik. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრის მეორე საშეჯიბრო დღეს ექვსი ქართველი იჭიდავებს, იუწყება „პირველი არხი".თბილისის გრან-პრიმ პარაძიუდოში სტარტი გუშინ აიღო. ტურნირი პარიზის 2024 წლის შემაჯამებელი სალიცენზიო შეჯიბრია. ასეთი მასშტაბური ტურნირი (400 დელეგატი) პარალიმპიური სპორტის ამ სახეობაში საქართველოში პირველად იმართება.ტურნირზე მედლების მოპოვებას რევაზ ჩიკოიძე (+90კგ), ზვიად გოგოჭური (-90კგ), ბაჩუკი შელია (-90კგ), საბა ბაღდავაძე (-90კგ), გიორგი ბერიძე (-90კგ) და რამინი ყიფშიძე (+90კგ) შეეცდებიან.გუშინ, ქართველმა პარასპორტსმენებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს – ზურაბ ზურაბიანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ბრაზილიელ ტიაგო და სილვას სძლია, გიორგი ქალდანმა კი ოლიმპიური ჩემპიონი, უზბეკი ფერუზ საიდოვი დაამარცხა.ტურნირის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/12/287984051_94:0:866:579_1920x0_80_0_0_e93d44e6f1cd8f04e6881bcbd2906f08.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
პარაძიუდო: თბილისის გრან-პრიზე დღეს ექვსი ქართველი იჭიდავებს
ტურნირის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია.
თბილისი, 19 მაისი - Sputnik. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრის მეორე საშეჯიბრო დღეს ექვსი ქართველი იჭიდავებს, იუწყება „პირველი არხი".
თბილისის გრან-პრიმ პარაძიუდოში სტარტი გუშინ აიღო. ტურნირი პარიზის 2024 წლის შემაჯამებელი სალიცენზიო შეჯიბრია. ასეთი მასშტაბური ტურნირი (400 დელეგატი) პარალიმპიური სპორტის ამ სახეობაში საქართველოში პირველად იმართება.
ტურნირზე მედლების მოპოვებას რევაზ ჩიკოიძე (+90კგ), ზვიად გოგოჭური (-90კგ), ბაჩუკი შელია (-90კგ), საბა ბაღდავაძე (-90კგ), გიორგი ბერიძე (-90კგ) და რამინი ყიფშიძე (+90კგ) შეეცდებიან.
გუშინ, ქართველმა პარასპორტსმენებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს – ზურაბ ზურაბიანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ბრაზილიელ ტიაგო და სილვას სძლია, გიორგი ქალდანმა კი ოლიმპიური ჩემპიონი, უზბეკი ფერუზ საიდოვი დაამარცხა.
ტურნირის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია.