მეუფე შიო: ვეცადოთ, რომ ქრისტეს სიყვარულის გზით ვიაროთ

© Public Relations Service of the Patriarchate of Georgiaმეუფე შიო
მეუფე შიო - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2024
გამოწერა
მეუფე შიომ მრევლს მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღე მიულოცა და ამ დღესასწაულის მნიშვნელობა შეახსენა
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. თუ გვინდა, მცირედ მაინც ჩავწვდეთ ამ ცხოვრების საიდუმლოებებს, როგორმე ცოტა მაინც გავიგოთ ჩვენი ადამიანური ცხოვრების საიდუმლოებები, უნდა ვეცადოთ, მივბაძოთ მენელსაცხებლე დედებს, განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.
უფლის აღდგომის მეორე კვირა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეა - საქართველოში ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინა.
მეუფე შიომ მრევლს მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღე მიულოცა და ამ დღესასწაულის მნიშვნელობა შეახსენა.
გადმოცემის თანახმად, მენელსაცხებლე დედები მაცხოვრის სიკვდილიდან მესამე დღეს, გარიჟრაჟზე, მივიდნენ მის საფლავზე, რათა წესისამებრ, სურნელოვანი ნელსაცხებელი ეცხოთ მისი სხეულისთვის. მათ იქ დახვდათ უფლის ანგელოზი, რომელმაც ახარა ქრისტეს აღდგომა. ეს იყო სიხარული, რომელიც გოლგოთის ჯვრიდან მოეფინა მთელ სამყაროს, მთელ კაცობრიობას. ეს იყო ის სიხარული, რომელმაც შეცვალა ყოველი ადამიანის დიდი მწუხარებ იმის გამო, რომ სიცოცხლე არის უაზრობა, რადგან მთავრდება სიკვდილით. აი, ეს მწუხარება შეცვალა ამ სიხარულმა. ეს ის სიხარულია, იმის გამოა, რომ არსებობს მარადიული სიცოცხლე და რომ არა მხოლოდ ადამიანის სული, არამედ სხეულიც ეკუთვნის ამ მარადიულ სიცოცხლეს.
„ჩვენ უნდა ვეცადოთ მივბაძოთ მენელსაცხებლე დედებს, რომ მათი გზით ვიაროთ, ქრისტეს სიყვარულის გზით ვიაროთ. ეს სიყვარული გამოიხატება მაცხოვრის მცნებების შესრულებაში", - განაცხადა მეუფე შიომ.
მისი თქმით, ეს სიყვარული გამოიხატება მაცხოვრის მცნებების შესრულებაში, მის დაცვაში.
წმიდა მენელსაცხებლე, მოციქულთასწორი მარიამ მაგდალინელი
წმიდა მოციქულთასწორი მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელი გენესარეთის ტბის პირას, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის მდებარე პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, იგი, მშვენიერი და მომხიბლავი, ყმაწვილქალობაში თავშეუკავებლად ცხოვრობდა. სახარება გვამცნობს, რომ მომავალ წმიდანში შვიდი ეშმაკი ბუდობდა. მას შემდეგ, რაც იესო ქრისტემ სნეული მარიამი განკურნა, იგი ღვთაებრივი სიყვარულით აენთო და მაცხოვრის ერთგული მოწაფე და მიმდევარი შეიქნა. მარიამ მაგდალინელი თან ახლდა მაცხოვარს, როცა იგი მოციქულებთან ერთად იუდეისა და გალილეის ქალაქებსა და დაბებში მოგზაურობდა სახარების ქადაგებით. როგორც ჩანს, ლუკა მახარებელი მასაც გულისხმობს იმ დედებში, რომლებიც თან გაჰყვნენ გოლგოთაზე მაცხოვარს. მარიამ მაგდალინელი ღვთისმშობელთან და მოციქულ იოანესთან ერთად მოძღვრის გვერდით იდგა მაშინაც, როცა მას - ჯვარცმულსა და დამცირებულს - ყველა მოწაფე შემოეფანტა.
ყველა ახალი ამბავი
0