ყაზანში „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum"-ის მუშაობა შეაჯამეს

© АНО "Дирекция спортивных и социальных проектов" / გადასვლა მედიაბანკშიKAZANFORUM 2024
KAZANFORUM 2024 - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2024
გამოწერა
ყაზანში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum“ 14-19 მაისის პერიოდში გაიმართა.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. XV საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum"-ის ორგანიზატორებმა შეაჯამეს ღონისძიების შედეგები, რომელიც თათრეთის დედაქალაქ ყაზანში 15-19 მაის გაიმართა, იუწყება РИА Новости.
ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წელს ფორუმზე დარეგისტრირებულთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა, მის მუშაობაში კი 87 ქვეყნისა და 87 რეგიონის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის ფარგლებში სამი დღის განმავლობაში - 15-დან 17 მაისამდე პერიოდში - 120 შეთანხმება გაფორმდა. რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა აღნიშნა, რომ მთელი რიგი ბიზნეს-პროცესები უკვე დაწყებულია.
„ფორუმის წყალობით ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდით ჩვენს კოლეგებს - მუსლიმანურ ქვეყნებს. რას გვაძლევს ეს სიახლოვე? გასულ წელს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვა 30%-ით გაიზარდა. მოხდა უფრო მეტი ტურისტული გაცვლა, დავიწყეთ უფრო მეტი პროდუქციის მიწოდება ამ ქვეყნებში და და პირიქით, მათი ამ ქვეყნებიდან მიღება... <…> ჩამოვიდნენ ახალი რეგიონები საკუთარი საინვესტიციო პროგრამებითა და ახალი ინვესტორების მოძიების სურვილით", - განაცხადა ხუსნულინმა.
ყაზანში ფორუმის ფარგლებში გაიმართა რუსეთისა და უცხო ქვეყნების წარმომადგენლების ცხრა შეხვედრა სხვადასხვა ფორმატში - მრგვალი მაგიდიდან ინდუსტრიულ დიალოგამდე. კერძოდ, შედგა შეხვედრები „რუსეთი – აზერბაიჯანი“, „რუსეთი – ავღანეთი“, „რუსეთი – ირანი“, „რუსეთი – კატარი“, „რუსეთი – ყირგიზეთი“, „რუსეთი – მალაიზია“ და ა.შ.
რუსეთის ფედერაციის რეგიონებსა და OIC ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გამოფენა Russia Halal Expo-ზე, რომელიც ასევე ფორუმის ფარგლებში გაიმართა, წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 11 ქვეყანა და რუსეთის 17 რეგიონი.
Kazan Halal Market-ში, რომელიც აგროპარკ „ყაზანის" ტერიტორიაზე გაიმართა, მონაწილეობა მიიღო ცხრა ქვეყნის 489 კომპანიამ.
ფორუმის „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum" ფარგლებში ასევე გაიმართა ამავე სახელწოდების სტრატეგიული ხედვის ჯგუფის შეხვედრა.
ყაზანში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum“ 14-19 მაისის პერიოდში გაიმართა. KazanForum არის პლატფორმა რუსეთსა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური, სოციალური და კულტურული კავშირების გასაძლიერებლად. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ფორუმმა 2023 წელს მიიღო ფედერალური სტატუსი. საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი.
ყველა ახალი ამბავი
0