რუსეთი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ლოჯისტიკური ცენტრის შექმნის საკითხზე მსჯელობს

CC BY-SA 3.0 / Wikipedia / FritzDaCat / Front and entrance of the Sheikh Zayed Mosque in Abu Dhabiშეიხ ზაიდის მეჩეთი, აბუ-დაბი
შეიხ ზაიდის მეჩეთი, აბუ-დაბი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2024
გამოწერა
ყაზანში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum“ 14-19 მაისის პერიოდში იმართება.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო განიხილავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე ლოჯისტიკური ჰაბის შექმნას, განაცხადა РИА Новости-თან რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვასილ ოსმაკოვმა ფორუმზე "რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum 2024".
„განიხილება, მაგალითად, საამიროებში“, - განაცხადა ოსმაკოვმა კითხვის პასუხად, განიხილება თუ არა ახლო აღმოსავლეთში ლოჯისტიკური ჰაბების შექმნა.
2023 წლის ბოლოს სამინისტრომ აღნიშნა, რომ აქტიურად ახორციელებს მუშაობას ძირითადი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური დერეფნების განვითარებასა და სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ცენტრების შექმნაზე, რათა გაზარდოს რუსული პროდუქციის მიწოდება მეგობარი ქვეყნების ახალ საექსპორტო ბაზრებზე.
ყაზანში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum“ 14-19 მაისის პერიოდში იმართება. KazanForum არის პლატფორმა რუსეთსა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური, სოციალური და კულტურული კავშირების გასაძლიერებლად. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ფორუმმა 2023 წელს მიიღო ფედერალური სტატუსი.
ყველა ახალი ამბავი
0