https://sputnik-georgia.com/20240518/ramdenad-semcirda-umusevrobis-done-saqartvelosi-axali-monacemebi-287984515.html
რამდენად შემცირდა უმუშევრობის დონე საქართველოში - ახალი მონაცემები
რამდენად შემცირდა უმუშევრობის დონე საქართველოში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2023 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 2022 წელთან შედარებით 1,4%-ით გაიზარდა და 53,3 პროცენტით განისაზღვრა 18.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-18T15:02+0400
2024-05-18T15:02+0400
2024-05-18T15:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696704_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_ea39e48dfc6b067a8070862f243af84b.jpg
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოში 2023 წელს უმუშევრობის დონემ 16,4% შეადგინა, რაც 2022 წელთან შეადრებით 0,9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ნათქვამია სტატისტის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.2022 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე საქართველოში 17,3% იყო, 2021 წელს - 20,6%, 2020 წელს - 18,5%.უმუშევრობა ციფრებშიუმუშევრობის დონემ 2023 წელს 6,2 ათასი ადამიანით დაიკლო (2,3%-იანი კლება) 2022 წელთან შედარებით და 261,7 ათასი ადამიანი შეადგინა.საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.ქალაქებში უმუშევრობის დონე 0,8 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლებში 1,1%-ით და შესაბამისად, 17,6 და 14,6% შეადგინა.ტრადიციულად უმუშევრობა მამაკაცებში უფრო მეტია, ვიდრე ქალებში. 2023 წელს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მამაკაცებს შორის 0,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა 18,3%-მდე, ქალებს შორის კი 0,7 პროცენტული პუნქტით 14%-მდე.მოსახლეობის აქტივობა„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში შრომისუნარიანმა, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 2023 წელს 53,3% შეადგინა - 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,4 პროცენტული პუნქტით მეტი.ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.2023 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69 პროცენტს შეადგენდა, რაც 1,1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით. თვითდასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 1,1%-ით შემცირდა და 31%-ს შეადგენდა.სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია მამაკაცებში. 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43,1 პროცენტს, ხოლო მამაკაცებში 65,1%-ს შეადგენდა. ამასთან, ქალების აქტივობის დონე 1,6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, მამაკაცებში კი - 1,1 პროცენტული პუნქტით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696704_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_87bfc8d150101a01469ae942fecfd068.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, სოციალური სფერო საქართველოში
რამდენად შემცირდა უმუშევრობის დონე საქართველოში - ახალი მონაცემები
2023 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 2022 წელთან შედარებით 1,4%-ით გაიზარდა და 53,3 პროცენტით განისაზღვრა
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოში 2023 წელს უმუშევრობის დონემ 16,4% შეადგინა, რაც 2022 წელთან შეადრებით 0,9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ნათქვამია სტატისტის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
2022 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე საქართველოში 17,3% იყო, 2021 წელს - 20,6%, 2020 წელს - 18,5%.
უმუშევრობის დონემ 2023 წელს 6,2 ათასი ადამიანით დაიკლო (2,3%-იანი კლება) 2022 წელთან შედარებით და 261,7 ათასი ადამიანი შეადგინა.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
ქალაქებში უმუშევრობის დონე 0,8 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლებში 1,1%-ით და შესაბამისად, 17,6 და 14,6% შეადგინა.
ტრადიციულად უმუშევრობა მამაკაცებში უფრო მეტია, ვიდრე ქალებში. 2023 წელს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მამაკაცებს შორის 0,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა 18,3%-მდე, ქალებს შორის კი 0,7 პროცენტული პუნქტით 14%-მდე.
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში შრომისუნარიანმა, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 2023 წელს 53,3% შეადგინა - 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,4 პროცენტული პუნქტით მეტი.
ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.
„2023 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 1,4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53,3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 1,6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44,5% შეადგინა“, - ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
2023 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69 პროცენტს შეადგენდა, რაც 1,1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით. თვითდასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 1,1%-ით შემცირდა და 31%-ს შეადგენდა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია მამაკაცებში. 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43,1 პროცენტს, ხოლო მამაკაცებში 65,1%-ს შეადგენდა. ამასთან, ქალების აქტივობის დონე 1,6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, მამაკაცებში კი - 1,1 პროცენტული პუნქტით.