მძღოლების საყურადღებოდ! გორის გვირაბი დროებით დაიკეტება

© Courtesy of Roads Department of Georgiaგორის გვირაბი
გორის გვირაბი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2024
გამოწერა
შეზღუდვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 21 მაისის 01:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 23 მაისის 01:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე და 24 მაისის 01:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ცნობით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
ყველა ახალი ამბავი
0