დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 მაისი

CC BY 2.0 / Four years / pomegranate treeბროწეულის ყვავილი
ბროწეულის ყვავილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 18 მაისია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
ვარსკვლავები დღეს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ. ასევე აუცილებელია ნებისმიერი, თუნდაც არცთუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს ყველაფრის კარგად აწონ–დაწონა. ერთი მხრივ, ასეთი ტაქტიკა საქმეებისთვის, შესაძლოა, ხელის შემშლელი გამოდგეს, მაგრამ მეორე მხრივ, ამით შეცდომის დაშვების რისკი, ფაქტობრივად, ნულს უტოლდება. ზოგადად დღე იდეალურია დაგეგმვისა და ანალიზისთვის, უკვე დაწყებული საქმეების გაგრძელებისთვის.
ვერძი: რა გადაწყვეტილების მიღებაც არ უნდა გახდეს თქვენგან საჭირო, დიდი ალბათობით, არაფერი გამოვა: ძალიან გაგიჭირდებათ საბოლოო არჩევანის გაკეთება. ამასთან, რაც უფრო სწრაფი და მტკიცე გადაწყვეტილებები იქნება საჭირო, მით უფრო შეანელებთ ტემპს და შეიძლება სულ გაჩერდეთ კიდეც. თუ გარშემომყოფები არ აგაჩქარებენ და ირგვლივ ქაოსს არ შექმნიან, შეძლებთ, რომ ძალიან ნელა, მაგრამ დაფიქრებულად და მკაფიოდ იმოქმედოთ.
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2023
ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: დღეს ყველაფრის მიმართ პრაქტიკულ და პრაგმატულ დამოკიდებულებას მოძებნით. ეს რომანტიკულ ურთიერთობებსაც ეხება: საყვარელი ადამიანისთვის რომ საჩუქრის ყიდვა გინდოდეთ, ყვავილების ბუკეტის ნაცვლად, შესაძლოა, ქოთანში ჩარგული რამე ხე უყიდოთ, ან სამკაულის ნაცვლად – ოჯახში გამოსაყენებელი ნივთი. ამასთან, ეს საჩუქარი, ალბათ, ძვირიც არ იქნება – არ ხართ ფულის „ფლანგვის“ განწყობაზე.. სამაგიეროდ, საქმიანი განწყობა უმაღლეს დონეზეა და ნებისმიერი ყოფითი პრობლემის გადაჭრა შეგიძლიათ.
ტყუპი: მშვიდი დღე გელოდებათ, როცა არაა საჭირო აჩქარება. საქმეები თავისით მიდის და აჩქარებას არ მოითხოვს. შესაძლოა, ზოგიერთებს ეს მოსაწყენად მოეჩვენოს, მაგრამ თუ ამისთვის მზად იქნებით, დროს სასარგებლოდ გაატარებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დღე მთლიანად საკუთარ თავს მიუძღვნათ – სილამაზეს, გარდერობის განახლებას, ფიტნესს, შოპინგს... ასეთი „მენიუს“ წყალობით შემდეგ დღეს ახალი სასიცოცხლო ძალებით შეხვდებით.
კირჩხიბი: დღეს თქვენი ფიქრები და აზრები ახლობელ ადამიანებთან იქნება დაკავშირებული. შესაძლოა, რომელიმეს რაღაც პრობლემა აქვს და თქვენ მისი გადაჭრა შეგიძლიათ, ან მორალურად მხარდაჭერა. ასტროლოგები გირჩევენ, გვერდში დაუდგეთ ახლობლებს და დაუთმოთ მათ დრო, თუნდაც სამუშაო საათები გაიღოთ მსხვერპლად, გააკეთოთ კეთილი საქმე, რომელიც მომავალში გაასმაგებულად დაგიბრუნდებათ.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2018
გველოსანი – ზოდიაქოს მე-13 ნიშანი
ლომი: დღეს შეიძლება მოიწყინოთ. აქტიური ხართ, თუმცა სიტუაცია იმგვარად ეწყობა, რომ თქვენი ენერგიის რეალიზების ალბათობა ნაკლებია. მოვლენები სამსახურშიცა და სახლშიც თქვენგან საქმეების წარმოების ნელ ტემპს მოითხოვს, ასე რომ, ნებსით თუ უნებლიეთ დამორჩილება მოგიწევთ. ამას თავისი პლუსებიც აქვს – საქმეები, რომლებსაც სიჩქარის გამო ვერ ასრულებდით, დღეს შეგიძლიათ მშვიდ, აუჩქარებელ ვითარებაში დაამთავროთ ან წინ წაწიოთ.
ქალწული: დღეს ოჯახური ყოფისა და ბიუჯეტის საკითხებით დაკავდებით – ყველაფერს გააკეთებთ მათ მოსაწესრიგებლად. ასევე კარგი დღეა ფინანსურ გეგმებსა და საქმეებზე დასაფიქრებლად, რადგან თქვენს მახვილ თვალს არ გამოეპარება მხედველობიდან ნებისმიერი ავანტურული პროექტი. შეგიძლიათ დაგეგმოთ ხარჯები, მაგალითად ზაფხულში შვებულების გატარებისთვის. თუ ფულის დაგროვება გჭირდებათ, დასაწყებად დღევანდელზე უკეთეს დროს ვერ ინატრებთ.
სასწორი: ენერგიითა და ძალებით სავსე იქნებით, მაგრამ გარშემომყოფები რომ არ დააფრთხოთ, ამის დამალვა მოგიწევთ. დღე თქვენგან აუჩქარებელ რიტმსა და კარგად გააზრებულ, კონსერვატიულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, ასე რომ, მოგიწევთ სიფრთხილისა და სიმტკიცის ზღვარზე გავლა, რათა საქმეებში წინ ოდნავ მაინც წაიწიოთ. ამის წყალობით შეცდომების დაშვების ალბათობაც მინიმალური იქნება. ჯობს, მცირეს მიაღწიოთ, მაგრამ სამაგიეროდ, არაფერი გააფუჭოთ.
დედა თავის ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2017
საუკეთესო მშობლების ტოპ-ხუთეული ზოდიაქოს ნიშნით
მორიელი: თქვენი სასიცოცხლო ენერგია შემცირებულია. დიდი სურვილის მიუხედავად ყველა საქმეს ვერ გაუმკლავდებით. რასაც ხელს მოჰკიდებთ, საკმაოდ კონსერვატიული დამოკიდებულებით გააკეთებთ, მათ შორის, რამე პრობლემა შეიძლება „დააკონსერვოთ“ კიდეც უკეთესი მომავლის იმედით. ვარსკვლავები გირჩევენ, რამე შემოქმედებით ღონისძეიბას დაესწროთ. ხელოვნებამ, სხვისმა შთაგონებამ, შესაძლოა, ენერგიის მარაგი შეგივსოთ.
მშვილდოსანი: კონსერვატიული მოქმედებებით დღეს ბევრის მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ ამის გამო შეიძლება მოიწყინოთ. ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის და ეს ძალზე მოსაწყენია. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, განწყობა მცირე ცვლილებებით აიმაღლოთ. უყურეთ კარგ ფილმს, წადით სავაჭრო ცენტრში, მოაწყვეთ რამე წვეულება. ასტროლოგების რეკომენდაციაა, რომ პირად ცხოვრებაში ექსპერიმენტებს მიმართოთ, ხოლო სამუშაოზე – ნაცად მეთოდებს.
თხის რქა: ნებისმიერ საქმეში მოქმედების საუკეთესო ვარიანტი გამოცდილებით, დროითა და თავად თქვენ მიერ შემოწმებული ხერხია. ასტროლოგები სწორედ ამ მიმართულებით აზროვნებას გირჩევენ, ასე რომ ექსპერიმენტის ჩატარების ნებისმიერი მცდელობა, დიდი ალბათობით, უშედეგოდ დასრულდება. და უფრო მეტიც – ასეთი რამ თავში შეიძლება აზრადაც არ მოგივიდეთ. სამაგიეროდ ხსნილია ყველა ნაცადი გზა. კონსერვატიული მეთოდებით ბევრად მეტს მიაღწევთ, ვიდრე თუნდაც ბრწყინვალე ექსპრომტით.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2017
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით
მერწყული: მოემზადეთ იმისთვის, რომ გარშემომყოფები დღეს ჭკუის სწავლებას დაგიწყებენ. სრულიად შესაძლებელია, რომ მოგიწიოთ მონაწილეობა არაერთ მოსაწყენ საუბარში, სადაც თქვენ თანამოსაუბრე კი არა, არამედ უტყვი მსმენელისა და „თავის დამკვრელის“ როლი გერგებათ. ეს კარგიცაა ერთი მხრივ, რადგან ნამდვილად არ ღირს გარშემომყოფებისთვის თქვენი ახალი იდეებისა თუ გეგმების გაზიარება. საუკეთესო შემთხვევაში გელოდებათ მსუბუქი ირონია ან კრიტიკა თქვენ მიმართ, ხოლო უარეს შემთხვევაში – სასტიკი თავდასხმა.
თევზები: გარშემომყოფებთან დისონანსში იქნებით. მათი ქმედებები შეიძლება მერყეობად, ხოლო მიღებული ზომები – „ნახევარზომებად“ მოგეჩვენოთ. გარშემომყოფებს კი შეაშინებს თქვენი მისწრაფება, სიმტკიცე, „რევოლუციური მანერები“. შეეგუეთ იმ აზრს, დღეს ვერავის გადარწმუნებას ვერ შეძლებთ და თუ თქვენს გეგმაში ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული, მარტოს მოგიწევთ მოქმედება, ან გეგმის განხორციელების სხვა დროისთვის გადატანა.
ყველა ახალი ამბავი
0