https://sputnik-georgia.com/20240517/gergetis-samebis-saeklesio-kompleqsis-reabilitacia-daiwyo-287966959.html
გერგეტის სამების საეკლესიო კომპლექსის რეაბილიტაცია დაიწყო
გერგეტის სამების საეკლესიო კომპლექსის რეაბილიტაცია დაიწყო
Sputnik საქართველო
პროექტით გათვალისწინებულია მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს სახურავის შეცვლა. 17.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-17T13:44+0400
2024-05-17T13:44+0400
2024-05-17T13:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23323/75/233237577_0:74:1500:918_1920x0_80_0_0_cb1f1b3dc2ce2f9f19da9ca6a934231c.jpg
თბილისი, 17 მაისი - Sputnik. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გერგეტის სამების საეკლესიო კომპლექსის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯავა კონსტრაქშენი“. სააგენტოს მიერ ძეგლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 614 ათასი ლარი.უწყების ცნობით, გერგეტის სამების ინტერიერში სახურავიდან ბუნებრივი ნალექი ჩადიოდა, გადახურვის ნაშვერების არქონის გამო კი სახურავიდან ჩასული ნალექი პირდაპირ კედელზე ჩამოედინებოდა, რაც აზიანებდა კედლის საფასადე წყობასა და ცოკოლს.გერგეტის სამება განსაკუთრებით პოპულარულია მომლოცველებს შორის და ტურისტების დიდი ინტერესითაც სარგებლობს.ტაძარი XIV საუკუნეშია აგებული და დღემდე ერთადერთი ჯვარულ-გუმბათოვანი ტაძარია ყაზბეგის რაიონში.გერგეტის სამება ყველაზე დიდი ეკლესიაა ხევში. ეს არის ხევის მთავარი სალოცავი. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო (XIV ს.) და საბჭეო (XV ს.)
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23323/75/233237577_89:0:1410:991_1920x0_80_0_0_d02144792472a84a353a2815f74f3cfc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ახალი ამბები, საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
გერგეტის სამების საეკლესიო კომპლექსის რეაბილიტაცია დაიწყო
პროექტით გათვალისწინებულია მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს სახურავის შეცვლა.
თბილისი, 17 მაისი - Sputnik. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გერგეტის სამების საეკლესიო კომპლექსის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯავა კონსტრაქშენი“. სააგენტოს მიერ ძეგლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 614 ათასი ლარი.
უწყების ცნობით, გერგეტის სამების ინტერიერში სახურავიდან ბუნებრივი ნალექი ჩადიოდა, გადახურვის ნაშვერების არქონის გამო კი სახურავიდან ჩასული ნალექი პირდაპირ კედელზე ჩამოედინებოდა, რაც აზიანებდა კედლის საფასადე წყობასა და ცოკოლს.
„პროექტით გათვალისწინებულია მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს სახურავის შეცვლა, წყლის გადაყვანის სისტემის მოწესრიგება, ექსტერიერსა და ინტერიერში კედლის ქვის წყობის კონსერვაცია და ტაძრის პერიმეტრიდან ბუნებრივი ნალექის ნაკადების ეზოსკენ მიმართვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გერგეტის სამება განსაკუთრებით პოპულარულია მომლოცველებს შორის და ტურისტების დიდი ინტერესითაც სარგებლობს.
ტაძარი XIV საუკუნეშია აგებული და დღემდე ერთადერთი ჯვარულ-გუმბათოვანი ტაძარია ყაზბეგის რაიონში.
გერგეტის სამება ყველაზე დიდი ეკლესიაა ხევში. ეს არის ხევის მთავარი სალოცავი. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო (XIV ს.) და საბჭეო (XV ს.)