https://sputnik-georgia.com/20240517/---unistream-------287973966.html
სები: ქართულ ბანკებს Unistream-ით ფულადი გზავნილების განხორციელება არ განუახლებიათ
სები: ქართულ ბანკებს Unistream-ით ფულადი გზავნილების განხორციელება არ განუახლებიათ
Sputnik საქართველო
ინფორმაცია საქართველოში გზავნილების რუსული სისტემის მუშაობის განახლების შესახებ რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა გაავრცელა. 17.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-17T19:15+0400
2024-05-17T19:15+0400
2024-05-17T19:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/19/269769865_0:52:3073:1780_1920x0_80_0_0_e25782f942254b02314b7428687b4468.jpg
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ქართულ ბანკებს რუსულ საგადახდო სისტემა Unistream-თან მუშაობა არ აღუდგენიათ, იუწყება „პირველი არხი“ საქართველოს ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით.მანამდე Unistream-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ იულია კავერინამ რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ Unistream-მა განაახლა ფულადი გზავნილები საქართველოში, რომელიც 2023 წლის ივლისში შეწყდა. ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა იური ბალაშოვმა გაავრცელა.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული არცერთი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ იყენებს Unistream-ის სწრაფი გადახდის სერვისს.ქართულ ბანკებსა და რუსულ საგადახდო სისტემას შორის თანამშრომლობის შეწყვეტას წინ უძღოდა სანქციები, რომელიც 2023 წლის 20 ივლისს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა რუსული ბანკ Unistream-ის წინააღმდეგ დაწესდა.სწორედ ამ დროიდან მოყოლებული სებ-ის რეგულირებას დაქვემდებარებული არცერთი სუბიექტი აღნიშნულ სისტემას აღარ ემსახურება.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საფინანსო სისტემა სრულ შესაბამისობაშია აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციებისა.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგანაც ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.გარდა ამისა, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/19/269769865_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ece2598de7b6bb55e3f43be40f60489b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი
სები: ქართულ ბანკებს Unistream-ით ფულადი გზავნილების განხორციელება არ განუახლებიათ
ინფორმაცია საქართველოში გზავნილების რუსული სისტემის მუშაობის განახლების შესახებ რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა გაავრცელა.
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ქართულ ბანკებს რუსულ საგადახდო სისტემა Unistream-თან მუშაობა არ აღუდგენიათ, იუწყება „პირველი არხი“ საქართველოს ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით.
მანამდე Unistream-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ იულია კავერინამ რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ Unistream-მა განაახლა ფულადი გზავნილები საქართველოში, რომელიც 2023 წლის ივლისში შეწყდა. ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა იური ბალაშოვმა გაავრცელა.
„გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების განხორციელება Unistream-ის სწრაფი გადახდის სისტემით კვლავ შესაძლებელია. სებ-ის რეგულირებას დაქვემდებარებული არცერთი სუბიექტი აღნიშნულ სისტემას აღარ ემსახურება“, - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული არცერთი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ იყენებს Unistream-ის სწრაფი გადახდის სერვისს.
ქართულ ბანკებსა და რუსულ საგადახდო სისტემას შორის თანამშრომლობის შეწყვეტას წინ უძღოდა სანქციები, რომელიც 2023 წლის 20 ივლისს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა რუსული ბანკ Unistream-ის წინააღმდეგ დაწესდა.
სწორედ ამ დროიდან მოყოლებული სებ-ის რეგულირებას დაქვემდებარებული არცერთი სუბიექტი აღნიშნულ სისტემას აღარ ემსახურება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საფინანსო სისტემა სრულ შესაბამისობაშია აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციებისა.
„ეროვნული ბანკი როგორც ქვეყნის ფინანსური სექტორის მარეგულირებელი არ დაუშვებს ქართულ საფინანსო სისტემაში სანქცირებული კომპანიის მეშვეობით ფულადი გზავნილების განხორციელებას. ამასთან, ქართული საფინანსო სექტორი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგანაც ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
გარდა ამისა, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.