https://sputnik-georgia.com/20240516/xusnulinma-muslimanur-qveynebtan-tanamshromlobaze-isaubra-287977208.html
ხუსნულინმა მუსლიმანურ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრა
ხუსნულინმა მუსლიმანურ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
ყაზანში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum“ 14-19 მაისის პერიოდში იმართება. 16.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-16T15:33+0400
2024-05-16T15:33+0400
2024-05-18T00:40+0400
რუსეთი
პოლიტიკა
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/12/287977039_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_8896ebcd5d45ecd30cea100024c17039.jpg
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. მიუხედავად დასავლეთის მტრული ქმედებებისა, რუსეთის თანამშრომლობამ მუსლიმანურ ქვეყნებთან სტრატეგიული ხასიათი შეიძინა და დინამიურად ვითარდება, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა სტრატეგიული ხედვის ჯგუფის „რუსეთი - ისლამური სამყარო" საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას.ღონისძიება საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum " ფარგლებში მიმდინარეობს.როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ურთიერთობები ისლამურ ქვეყნებთან, მიუხედავად ახალი გამოწვევებისა და საფრთხეებისა, რომელთა წინაშეც მსოფლიო ახლა დგას, არის სტაბილური და პროგნოზირებადი და აჩენს ახალ პერსპექტივებს შემდგომი მუშაობისთვის.„დღეს ჩვენი შეხვედრა რთულ პერიოდში, დასავლური ქვეყნების მტრული ქმედებების პირობებში იმართება. ამასთან, ისლამური სამყარო ახლო აღმოსავლეთში მძიმე განსაცდელს გადის. რისკის ქვეშ დგება სართაშორისო ურთიერთქმედების ფუნდამენტური ნორმები, რომლის შეცვლასაც დასავლეთი აქტიურად ცდილობს გარკვეული წესრიგით, თითქოსდა დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით, რომლის მიზანია მეგობარი ქვეყნების დაყოფა და მდგრადი, სამართლიანი მრავალპოლარული სამყაროს შექმნის შეფერხება, რომელსაც ჩვენ დაჟინებით ვაშენებთ ერთად“, - განაცხადა ხუსნულინმა.როგორც მან აღნიშნა, დასავლეთის ასეთი ქმედებები შლის ტრადიციულ მორალურ სტანდარტებს და მაღალ მორალურ პრინციპებს, რომლებიც საფუძვლად უდევს წმინდა წერილებს.„რუსეთისთვის ეს პროცესები მიუღებელია. ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გადმოცემა, თუ ვინ არის რუსი ხალხი, რომელიც ყოველთვის იყო ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის მხარეზე, ყოველთვის ემხრობოდა ერებს შორის ერთიანობას, მშვიდობიან თანაარსებობას“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.ყაზანში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum“ 14-19 მაისის პერიოდში იმართება. KazanForum არის პლატფორმა რუსეთსა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური, სოციალური და კულტურული კავშირების გასაძლიერებლად. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ფორუმმა 2023 წელს მიიღო ფედერალური სტატუსი. საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/12/287977039_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_6e6aefce0a861cc6c7ee91e3fbcf4cfd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
ხუსნულინმა მუსლიმანურ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრა
15:33 16.05.2024 (განახლებულია: 00:40 18.05.2024) ყაზანში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum“ 14-19 მაისის პერიოდში იმართება.
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. მიუხედავად დასავლეთის მტრული ქმედებებისა, რუსეთის თანამშრომლობამ მუსლიმანურ ქვეყნებთან სტრატეგიული ხასიათი შეიძინა და დინამიურად ვითარდება, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა სტრატეგიული ხედვის ჯგუფის „რუსეთი - ისლამური სამყარო" საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას.
ღონისძიება საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum " ფარგლებში მიმდინარეობს.
„მუსლიმანურ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღეს ამ თანამშრომლობამ სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათი შეიძინა და დინამიურად ვითარდება, მათ შორის, სტრატეგიული ხედვის ჯგუფის აქტიური მუშაობის წყალობით“, - განაცხადა ხუსნულინმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ურთიერთობები ისლამურ ქვეყნებთან, მიუხედავად ახალი გამოწვევებისა და საფრთხეებისა, რომელთა წინაშეც მსოფლიო ახლა დგას, არის სტაბილური და პროგნოზირებადი და აჩენს ახალ პერსპექტივებს შემდგომი მუშაობისთვის.
„დღეს ჩვენი შეხვედრა რთულ პერიოდში, დასავლური ქვეყნების მტრული ქმედებების პირობებში იმართება. ამასთან, ისლამური სამყარო ახლო აღმოსავლეთში მძიმე განსაცდელს გადის. რისკის ქვეშ დგება სართაშორისო ურთიერთქმედების ფუნდამენტური ნორმები, რომლის შეცვლასაც დასავლეთი აქტიურად ცდილობს გარკვეული წესრიგით, თითქოსდა დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით, რომლის მიზანია მეგობარი ქვეყნების დაყოფა და მდგრადი, სამართლიანი მრავალპოლარული სამყაროს შექმნის შეფერხება, რომელსაც ჩვენ დაჟინებით ვაშენებთ ერთად“, - განაცხადა ხუსნულინმა.
როგორც მან აღნიშნა, დასავლეთის ასეთი ქმედებები შლის ტრადიციულ მორალურ სტანდარტებს და მაღალ მორალურ პრინციპებს, რომლებიც საფუძვლად უდევს წმინდა წერილებს.
„რუსეთისთვის ეს პროცესები მიუღებელია. ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გადმოცემა, თუ ვინ არის რუსი ხალხი, რომელიც ყოველთვის იყო ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის მხარეზე, ყოველთვის ემხრობოდა ერებს შორის ერთიანობას, მშვიდობიან თანაარსებობას“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ყაზანში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum“ 14-19 მაისის პერიოდში იმართება. KazanForum არის პლატფორმა რუსეთსა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური, სოციალური და კულტურული კავშირების გასაძლიერებლად. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ფორუმმა 2023 წელს მიიღო ფედერალური სტატუსი. საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი.