https://sputnik-georgia.com/20240516/saqartvelos-safinanso-sistema-evropis-masstabit-ert-erti-yvelaze-myaria-sebi-287953594.html
საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია - სები
საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია - სები
Sputnik საქართველო
სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად არის მოკლევადიანი, აღნიშნავს მარეგულირებელი. 16.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-16T18:06+0400
2024-05-16T18:06+0400
2024-05-17T21:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2,7580 შეადგინა.როგორც მარეგულირებელი განმარტავს, სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად არის მოკლევადიანი.ეროვნული ბანკის განცხადებით, მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია - საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული„ფინანსური სისტემის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირებისთვის კომერციულ ბანკებს გააჩნიათ ჯანსაღი მომგებიანობა და აქტივების მაღალი ხარისხი, კაპიტალის და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, რათა შეუფერხებლად მოემსახურონ კლიენტებს და დააკრედიტონ ეკონომიკა“, - აღნიშნავს მარეგულირებელი.ლიკვიდური აქტივების ჯამური მოცულობა დღეს საბანკო სისტემაში 16,7 მლრდ ლარის ექვივალენტს აჭარბებს, რაც პოტენციური შოკების მიმართ უპრეცედენტო გამძლეობაზე მეტყველებს.ეროვნული ბანკი განაგრძობს ბაზარზე დაკვირვებას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს ფინანსური ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.15 აპრილიდან თბილისში ყოველ დღე საპროტესტო აქციები იმართება. მომიტინგეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო. დემონსტრაციებს ახლავს პოლიციასთან შეტაკებები და რამდენჯერმე ისინი ძალადობრივ აქციაში გადაიზარდა, პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგება ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები, ასევე დასავლეთი.ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე ქართული მედია ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების მკვეთრად გაუფასურებაზე ალაპარაკდა.ქართული Forbse –ს ცნობით, მხოლოდ ერთ დღეში „საქართველოს ბანკის” აქციების ფასი 20%-ით დაეცა, თვის დასაწყისიდან დღემდე კი კლება 26%-ზე მეტია და ამ მომენტისთვის, 3,970 GBX-ს შეადგენს. რაც შეეხება “თიბისი ბანკის ჯგუფს”, ბირჟაზე აქციები ერთ დღეში 15%-ითაა გაუფასურებული, ხოლო თვის დასაწყისიდან დღემდე – 25%-ით და ამჟამად 2,600 GBX-ს აღწევს.„ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს აქამდე დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი კლებაა. აღსანიშნავია, რომ ქართული ბანკების აქციების გაუფასურება ემთხვევა აქციებს “რუსული” კანონის წინააღმდეგ. თითქმის ერთი თვეა, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება“, - დაწერა გამოცემამ.საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 17 მაისის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7596 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია - სები
18:06 16.05.2024 (განახლებულია: 21:59 17.05.2024) სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად არის მოკლევადიანი, აღნიშნავს მარეგულირებელი.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2,7580 შეადგინა.
„ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით მიიღო, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები. შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც მარეგულირებელი განმარტავს, სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად არის მოკლევადიანი.
ეროვნული ბანკის განცხადებით, მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია - საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული
„ფინანსური სისტემის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირებისთვის კომერციულ ბანკებს გააჩნიათ ჯანსაღი მომგებიანობა და აქტივების მაღალი ხარისხი, კაპიტალის და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, რათა შეუფერხებლად მოემსახურონ კლიენტებს და დააკრედიტონ ეკონომიკა“, - აღნიშნავს მარეგულირებელი.
ლიკვიდური აქტივების ჯამური მოცულობა დღეს საბანკო სისტემაში 16,7 მლრდ ლარის ექვივალენტს აჭარბებს, რაც პოტენციური შოკების მიმართ უპრეცედენტო გამძლეობაზე მეტყველებს.
„დღესდღეობით საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია“, - განაცხადეს ეროვნულ ბანკში.
ეროვნული ბანკი განაგრძობს ბაზარზე დაკვირვებას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს ფინანსური ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
15 აპრილიდან თბილისში ყოველ დღე საპროტესტო აქციები იმართება. მომიტინგეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო. დემონსტრაციებს ახლავს პოლიციასთან შეტაკებები და რამდენჯერმე ისინი ძალადობრივ აქციაში გადაიზარდა, პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგება ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები, ასევე დასავლეთი.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე ქართული მედია ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების მკვეთრად გაუფასურებაზე ალაპარაკდა.
ქართული Forbse –ს ცნობით, მხოლოდ ერთ დღეში „საქართველოს ბანკის” აქციების ფასი 20%-ით დაეცა, თვის დასაწყისიდან დღემდე კი კლება 26%-ზე მეტია და ამ მომენტისთვის, 3,970 GBX-ს შეადგენს. რაც შეეხება “თიბისი ბანკის ჯგუფს”, ბირჟაზე აქციები ერთ დღეში 15%-ითაა გაუფასურებული, ხოლო თვის დასაწყისიდან დღემდე – 25%-ით და ამჟამად 2,600 GBX-ს აღწევს.
„ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს აქამდე დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი კლებაა. აღსანიშნავია, რომ ქართული ბანკების აქციების გაუფასურება ემთხვევა აქციებს “რუსული” კანონის წინააღმდეგ. თითქმის ერთი თვეა, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება“, - დაწერა გამოცემამ.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 17 მაისის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7596 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.