მინიხანოვი: ჯგუფ „რუსეთი-ისლამური სამყაროს” როლი გაიზარდა

© АНО "Дирекция спортивных и социальных проектов" / გადასვლა მედიაბანკშიKAZANFORUM 2024.
KAZANFORUM 2024. - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2024
გამოწერა
ყაზანში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum“ 14-19 მაისის პერიოდში იმართება.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. სტრატეგიული ხედვის ჯგუფის „რუსეთი - ისლამური სამყარო“ როლი დღეს განსაკუთრებით გაიზარდა, ის გახდა დამხმარე კონსტრუქცია რუსეთსა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის, განაცხადა სტრატეგიული ხედვის ჯგუფის თავმჯდომარემ, თათრეთის პრეზიდენტმა რუსტამ მინიხანოვმა ჯგუფის კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის KazanForum-ის ფარგლებში.
„ამჟამად ჯგუფის როლი განსაკუთრებით გაზრდილია. ის რუსეთსა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის გახდა დამხმარე კონსტრუქცია, მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და ნდობის განმტკიცების ინსტრუმენტი“, - განაცხადა მინიხანოვმა კონფერენციის გახსნაზე.
გარდა ამისა, მისი თქმით, სტრატეგიული ხედვის ჯგუფი არის უნიკალური პლატფორმა რელიგიათაშორისი დიალოგისთვის გლობალურ დონეზე, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციული სულიერი და მორალური ფასეულობების დაცვას და პირდაპირ დიალოგს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ისლამურ სამყაროს შორის.
როგორც მინიხანოვმა აღნიშნა, დღევანდელი სხდომის თემაა „რუსეთი – ისლამური სამყარო: სამართლიანი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგი და უსაფრთხო განვითარება“. შეხვედრაზე მოხდება აზრთა გაცვლა, მოისმენენ მონაწილეებისა და საპატიო სტუმრების მოხსენებებს, დისკუსიების საფუძველზე მომზადდება საექსპერტო წინადადებები.
სტრატეგიული ხედვის ჯგუფი „რუსეთი - ისლამური სამყარო" შეიქმნა 2006 წელს ევგენი პრიმაკოვისა და მინტიმერ შაიმიევის ხელმძღვანელობით, როგორც მრჩეველთა ორგანო რუსეთსა და ისლამურ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოებისთვის ყველა სფეროში. 2006-2009 წლებში ჯგუფმა გამართა ხუთი შეხვედრა მოსკოვში, ყაზანში, სტამბულში, ჯიდასა და ქუვეითში. 2014 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თათრეთის პრეზიდენტ რუსტამ მინიხანოვს „რუსეთი - ისლამური სამყაროს“ სტრატეგიული ხედვის ჯგუფის ხელმძღვანელობა და მისი საქმიანობის განახლების უფლებამოსილება გადასცა. 2015 წლის ივნისში მოსკოვში გაიმართა ჯგუფის სხდომა განახლებული ფორმატით, შეხვედრები იმართება ყოველწლიურად. ჯგუფში შედიან ყოფილი მაღალჩინოსნები, მეცნიერებისა და საზოგადოების, ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები და სასულიერო პირები.
ყაზანში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი „რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum“ 14-19 მაისის პერიოდში იმართება. KazanForum არის პლატფორმა რუსეთსა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური, სოციალური და კულტურული კავშირების გასაძლიერებლად. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ფორუმმა 2023 წელს მიიღო ფედერალური სტატუსი. საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი.
ყველა ახალი ამბავი
0