https://sputnik-georgia.com/20240516/airon-pasuxismgebloba-deputati-saprotesto-aqciebis-organizatorebze-287952993.html
აიღონ პასუხისმგებლობა - დეპუტატი თბილისში საპროტესტო აქციების ორგანიზატორებზე
აიღონ პასუხისმგებლობა - დეპუტატი თბილისში საპროტესტო აქციების ორგანიზატორებზე
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საქართველოში ერთპიროვნული მმართველობის დასრულება უნდა იყოს 16.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-16T17:24+0400
2024-05-16T17:24+0400
2024-05-16T17:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/13/276888145_0:34:840:508_1920x0_80_0_0_e3c5b6e73799bedac9ae80c0eb0fb670.jpg
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების ორგანიზატორებმა უნდა შეიმუშაონ ამ პროტესტის განვითარების კონკრეტული გეგმა და პასუხისმგებლობაც აიღონ, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.სკანდალური კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან თითქმის ყოველდღე იმართება. დემონსტრაციებს ახლავს პოლიციასთან შეტაკებები და რამდენჯერმე ისინი ძალადობრივ აქციაში გადაიზარდა, პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგება ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები, ასევე დასავლეთი.მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უნდა ჩამოყალიბდნენ, თუ რა გეგმა აქვთ.„მნიშვნელოვანია პოლიტიკოსები გამოვიდნენ და ჩამოვყალიბდეთ, რას ვაკეთებთ - ჩვენ გვინდა რევოლუცია, პიკეტირება თუ არჩევნებზე მისვლა. ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. თუ არჩევნებზე მივდივართ, რა იდეით მივდივართ?! - ირაკლი კობახიძის მიერ დაწერილ კონსტიტუციას ვიცავთ, თუ უკეთეს საქართველოს ვთავაზობთ ჩვენ მოქალაქეებს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.დეპუტატის აზრით, აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს ერთპიროვნული მმართველობის დასრულება, რომელიც 30 წელზე მეტი გრძელდება, და არა „რუსული კანონის“ გაწვევა.პოლიციამ პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანებისთვის ორი ახალგაზრდა დააკავა>>14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ამავდროულად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არსებობს ცვლილებების განხორციელების შანსი, თუ ვეტოს, რომლის დადებასაც პრეზიდენტი გეგმავს კანონპროექტზე, უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული სამართლებრივი შენიშვნები დაერთვება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/13/276888145_67:0:814:560_1920x0_80_0_0_853ef82073b596afe8aadeea2598e37a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
აიღონ პასუხისმგებლობა - დეპუტატი თბილისში საპროტესტო აქციების ორგანიზატორებზე
დეპუტატის თქმით, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საქართველოში ერთპიროვნული მმართველობის დასრულება უნდა იყოს
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების ორგანიზატორებმა უნდა შეიმუშაონ ამ პროტესტის განვითარების კონკრეტული გეგმა და პასუხისმგებლობაც აიღონ, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
სკანდალური კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან თითქმის ყოველდღე იმართება. დემონსტრაციებს ახლავს პოლიციასთან შეტაკებები და რამდენჯერმე ისინი ძალადობრივ აქციაში გადაიზარდა, პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგება ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები, ასევე დასავლეთი.
„ორგანიზატორები ყველა ვარიანტში არსებობენ, ოღონდ ჩრდილში არიან და, ჩემი აზრით, ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ ქმედებებზე, რაც ხდება“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უნდა ჩამოყალიბდნენ, თუ რა გეგმა აქვთ.
„მნიშვნელოვანია პოლიტიკოსები გამოვიდნენ და ჩამოვყალიბდეთ, რას ვაკეთებთ - ჩვენ გვინდა რევოლუცია, პიკეტირება თუ არჩევნებზე მისვლა. ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. თუ არჩევნებზე მივდივართ, რა იდეით მივდივართ?! - ირაკლი კობახიძის მიერ დაწერილ კონსტიტუციას ვიცავთ, თუ უკეთეს საქართველოს ვთავაზობთ ჩვენ მოქალაქეებს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
დეპუტატის აზრით, აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს ერთპიროვნული მმართველობის დასრულება, რომელიც 30 წელზე მეტი გრძელდება, და არა „რუსული კანონის“ გაწვევა.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ამავდროულად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არსებობს ცვლილებების განხორციელების შანსი, თუ ვეტოს, რომლის დადებასაც პრეზიდენტი გეგმავს კანონპროექტზე, უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული სამართლებრივი შენიშვნები დაერთვება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.