https://sputnik-georgia.com/20240515/zurabishvilma-4-qveynis-sagareo-saqmeta-ministrebs-gegmebi-gaacno-287926617.html
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი: პრეზიდენტმა უცხოელ სტუმრებს სამომავლო გეგმები გააცნო
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი: პრეზიდენტმა უცხოელ სტუმრებს სამომავლო გეგმები გააცნო
Sputnik საქართველო
პრეზიდენტის თქმით, იგი ხელისუფლებას მისი გამოყენების საშუალებას არ მისცემს. 15.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-15T19:29+0400
2024-05-15T19:29+0400
2024-05-15T19:41+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283442855_0:64:3298:1920_1920x0_80_0_0_bc28b84b7a6fb1c6db2e95cec7e12bdd.jpg
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან მიმართებით ვეტოს უფლებას გამოიყენებს, თუმცა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს არ გეგმავს, ამის შესახებ ზურაბიშვილმა ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან თბილისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი, რომლის მიღების წინააღმდეგი იყვნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები, ისე დასავლელი პარტნიორები.ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის ღია დისკუსიისთვის და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შესთავაზა წარმოადგინოს ქვეყნის უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული ვეტო მოტივირებული შენიშვნებით, რათა კანონპროექტში ცვლილებები შეტანის შესაძლებლობა გაჩნდეს. პრეზიდენტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ არ აპირებს „ამ თამაშში შესვლას კანონის გაკეთილშობილების მიზნით“.მისი თქმით, იგი ხელისუფლებას მისი გამოყენების საშუალებას არ მისცემს.„დღეს დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი. ამისთვის მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები. როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ, რომელიც ჩამოყალიბებულია და რომელსაც ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.თებერვლის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის - ევროკავშირში ინტეგრაციის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამისათვის იგი აპირებს შექმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ და გახსნას პრეზიდენტის აპარატთან არსებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.სკანდალური კანონი„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283442855_51:0:2611:1920_1920x0_80_0_0_9a0e5a362c08982aaaa6f52dca9f2186.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი: პრეზიდენტმა უცხოელ სტუმრებს სამომავლო გეგმები გააცნო
19:29 15.05.2024 (განახლებულია: 19:41 15.05.2024) პრეზიდენტის თქმით, იგი ხელისუფლებას მისი გამოყენების საშუალებას არ მისცემს.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან მიმართებით ვეტოს უფლებას გამოიყენებს, თუმცა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს არ გეგმავს, ამის შესახებ ზურაბიშვილმა ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან თბილისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი, რომლის მიღების წინააღმდეგი იყვნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები, ისე დასავლელი პარტნიორები.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის ღია დისკუსიისთვის და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შესთავაზა წარმოადგინოს ქვეყნის უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული ვეტო მოტივირებული შენიშვნებით, რათა კანონპროექტში ცვლილებები შეტანის შესაძლებლობა გაჩნდეს. პრეზიდენტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ არ აპირებს „ამ თამაშში შესვლას კანონის გაკეთილშობილების მიზნით“.
„მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს გარკვევით ავუხსენი, რომ არავითარ შემთხვევაში, ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასოდეს. მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის დღეს ქვეყანაში", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, იგი ხელისუფლებას მისი გამოყენების საშუალებას არ მისცემს.
„დღეს დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი. ამისთვის მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები. როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ, რომელიც ჩამოყალიბებულია და რომელსაც ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
თებერვლის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის - ევროკავშირში ინტეგრაციის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამისათვის იგი აპირებს შექმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ და გახსნას პრეზიდენტის აპარატთან არსებული საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.