https://sputnik-georgia.com/20240515/saqartvelos-kanadeli-gvinis-propesionalebi-ewvivnen-287922447.html
საქართველოს კანადელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
საქართველოს კანადელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
Sputnik საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. 15.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-15T12:49+0400
2024-05-15T12:49+0400
2024-05-15T12:49+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ტურიზმი საქართველოში
კანადა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283107912_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_192f7d78c1f2b5d163616d0bcbee0272.jpg
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით საქართველოში კანადელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.პროფესიონალების 17-კაციანი ჯგუფი კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და საოჯახო მარნებს ესტუმრა, სადაც ისინი ქართული ღვინის დაყენების ისტორიას და ტრადიციებს გაეცნენ. მათ ადგილზე გასინჯეს როგორც კლასიკური წესით, ისე ადგილობრივი ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.კანადელი სომელიეებისთვის თბილისში ოცამდე სხვადასხვა კომპანიის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშესაწყობად და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიას 2013 წლიდან ახორციელებს.საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება. 2017 წელს უცხოელმა სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.2013 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.
საქართველო
კანადა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283107912_225:0:2956:2048_1920x0_80_0_0_1baa5f4a6020771cb7246471cb2d03b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმი საქართველოში, კანადა , ახალი ამბები
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმი საქართველოში, კანადა , ახალი ამბები
საქართველოს კანადელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით საქართველოში კანადელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროფესიონალების 17-კაციანი ჯგუფი კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და საოჯახო მარნებს ესტუმრა, სადაც ისინი ქართული ღვინის დაყენების ისტორიას და ტრადიციებს გაეცნენ. მათ ადგილზე გასინჯეს როგორც კლასიკური წესით, ისე ადგილობრივი ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.
კანადელი სომელიეებისთვის თბილისში ოცამდე სხვადასხვა კომპანიის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.
„ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში, ნამდვილად ლამაზ ქვეყანაში, რომელიც ასევე ცნობილია ღვინით, განსაკუთრებით კი, ნატურალური ღვინოებით. ქარვისფერი და ქვევრის ღვინის დაგემოვნება იყო განსაკუთრებული, ძალიან ემოციური გამოცდილება. ჩვენ ლამაზ ადგილებს ვეწვიეთ, დავაგემოვნეთ ტრადიციული სამზარეულოც. ძალიან გასაოცარია ასეთი ლხინი. ჩვენ დავაგემოვნეთ ღვინოები, რომლებიც ქარვისფერი ღვინის საუკეთესო ნიმუშებია მსოფლიოში“, - აღნიშნა ჯგუფის წევრმა, სომელიე ალექს მაკმაჰონმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.
სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშესაწყობად და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიას 2013 წლიდან ახორციელებს.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება. 2017 წელს უცხოელმა სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.