პარტიულ სიებში ქალთა კვოტების გაუქმება: პარლამენტმა ვეტო დაძლია

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2024
გამოწერა
ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით იქნა მიღებული
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
საუბარია საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმებაზე, რომლის მიხედვითაც სიის ყოველი მეოთხე ქალი უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, მცირდება პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის ოდენობა 60-დან 30-მდე.
ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატების მიერ ინიცირებული ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მხარდაჭერით მიიღეს. პარლამენტმა კანონპროექტების პაკეტს მეორე და მესამე მოსმენით 4 აპრილს დაჩქარებული წესით დაუჭირა მხარი, 18 აპრილს კი პრეზიდენტმა ვეტოს უფლებით ისარგებლა.
სანაცვლოდ, „გირჩის“ დეპუტატებმი მმართველ გუნდს დაპირდნენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევისას ყურადღებას გაამახვილებენ კანდიდატების კეთილსინდისიერებაზე და პროფესიონალიზმზე და არ იხელმძღვანელებენ პირადი ინტერესებით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ორი ახალი წევრი პარლამენტმა 16 აპრილს აირჩია. ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარი „გირჩის“ ოთხივე დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მაია ზარიძისა და გიორგი შარაბიძის კანდიდატურას ცესკოს წევრების პოსტზე „გირჩის" ორმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ყველა ახალი ამბავი
0